ანაკლია - უფალი, რომელის სახელიც არ უნდა მოვიხსენიოთ ამაოსა ზედა, კაზანტიპის ფესტივალზე აპარატურის გაუმართაობაში თავის თანამონაწილეობას ადასტურებს. დღეს დილას ფეისბუქზე გავრცელებული პოსტის თანახმად, უფალმა კაზანტიპს საქართველოში ხელი შეუშალა, რის შედეგადაც აპარატურა არ ჩაირთო, ჩიტი სრულად გთავაზობთ აღნიშნული პოსტის სკრინს:
უფალმა აღნიშულ პოსტზე დაკომენტება ვერ მოახერხა, რადგან პოსტის ავტორი ფრენდებში არ ჰყავს. "არა, ახლა მე კი ვარ ყოვლის შემძლე და სკრიპტსაც გავტეხავდი და ჰაკერულ ამბავში დავალაიქებდი და დავაკომენტებდი და ისე, მაგის გარეშეც ვიზამდი მაგას. მარა, მე უბრალოდ არ მევასება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა!" განაცხადა მან და მისი ამ აღიარებით სახტად დარჩენილ რამდენიმე ღვთისმოშიშ ადამიანს გადახედა, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ აქამდე ბევრი რამისგან იკავებდნენ თავს.
უფალისვე განცხადებით, მან მართლაც შეუშალა ხელი კაზანტიპის ჩატარებას, თუმცა ეს შემთხვევით მოხდა. "გუშინ ბავშვებს ფოკუსებს ვუტარებდი, Ice Bucket Challenge-ს ვაკეთებდი და თავზე რო გადავისხი, კი არ გადამესხა სიარული დაიწყო, დაიხოცნენ ბავშვები სიცილით, მაგრამ სამ დღეში აღსდგებიან, ნუ გეშინიათ. მერე ვაბშე მაგარი, ვიღაც ტიპთან სელფი გადავიღე და გაჩალიჩებს პონტში მისი ეკრანიდან სისხლის ცრემლები წამივიდინე და უნდა გენახათ რა პანიკაში იყო." თქვა მან. "ჰოდა, თან ამ დროს დავდიოდი აქეთ იქით. საჭმელი ძვირი ღირს და ხალხს თევზსა და პურს ვუმრავლებდი და თუ კაი ტიპები იყვნენ ციურ მანანასაც ვაყრიდი თავზე და შნურებს ფეხი წამოვკარი, ეგ იყო და ეგ."
როგორც ჩიტს სამოთხის კულუარებიდან აცნობეს, ღმერთი ტრადიციულად იქ არის სადაც ცოდვილები არიან, რათა მათ დახმარება აღმოუჩინოს. "შეგახსენებთ, რომ როდესაც იერუსალიმში ტრაპეზისას ფარისვლები მასთან მივდინენ და ცოდვილებთან ერთად ყოფნა დაუწუნეს, მან უპასუხა, რომ სწორედ ცოდვილს სჭირდება ღმერთთან ურთიერთობა - ისევე როგორც ავადმყოფს ექიმიო. ჰოდა, აქაც ეგ პრინციპი მუშაობს." განაცხადა წმინდა პეტრემ.