თბილისი - ირაკლი ღარიბაშვილი თავის ცხენით ძალიან კმაყოფილია. პრემიერმა ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ტაიჭი მომხიბვლელი, ჭკვიანი და ღვითსმოშიშია.
"ძალიან ადეკვატურად ჭიხვინებს ეს ცხენი. აი ნახეთ, 9 წელი მაგდანას ლურჯასავით იყო ეს ქვეყანა, ეხლა კიდევ ამ თეთრი რაშივითაა გამართული". განაცხადა მან
პრემიერმა ასევე დასძინა, რომ მისი ოთხფეხა მეგობარი ნაციონალების სიცრუის მანქანაზე ნახევარი ცხენის ძალით უფრო სწრაფია. ის გეგმავს ყოველთვიურად მოაწყოს შეჯიბრი იპოდრომზე, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ზებრაც მიიღებს მონაწილეობას.
კულუარული ინფორმაციის მიხედვით, ცხენს საღამოობით დაბანს და ფაფარს დაუვარცხნის რაინდი ლევან ვასაძე. ხოლო პრემიერი გეგმავს ცოტნე ცოტაშვილის მსგავსი კლიპი გადაიღოს, სადაც იგი, საკუთარ თეთრ რაშზე ამხედრებული იმღერებს "აჩუ, აჩუ, ჩემო ცხენო"-ს.