საპატრიარქო: "კაზანტიპზე გაყიდული სნოს წყალი ნაკურთხი იქნება"

15,227 ნახვა 6 სგ
6 სგ

თბილისი - საქართველოს საპატრიარქო გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც თან ერთვოდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სასმელი წყლის "სნოს" მწარმოებელი კომპანია "აქვა გეო"-ს 20%-იანი წილი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. კომპანია "აქვა გეო" ფესტივალ კაზანტიპის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია, რაც ნიშნავს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ბრენდის წყლის გაყიდვა იქნება ნებადართული. გაყიდვებიდან შემოსული თანხის 20%-ი კი შესაბამისად კომპანიის მეწილის ანუ საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტში გადაირიცხება. 

საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ეს სულაც არ არის ფულის კეთების ახალი ხერხი და არც ორმაგი სტანდარტების ზეიმი. "პროვოკაციაა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ თითქოს ჩვენ პოპულისტურად ვგმობთ კაზანტიპს, ხოლო სინამვილეში გვაწყობს, რადგან წყლის გაყიდვიდან მილიონები შემოგვივა. ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები შემოსავალზე." განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. 

პატრიარქის პრეს-მდივნისვე თქმით, კაზანტიპზე გაყიდული წყალი ნაკურთი იქნება. "ამ წყლის დალევის შემდეგ ადამიანებში გარყვნილების ვნება ჩაქრება და გოგოები და ბიჭები მხოლოდ იცეკვებენ, ნელებზე, ჩქარებსა და მაია მლატკებზე." დასძინა მან. "საზოგადოება მადლობას უნდა გვიხდიდეს, რომ ჩვენი წყალი შედის იმ საშინელ ფესტივალზე. სწორედ ეს წყალი აგვაცილებს და ჩამოგვბანს ცოდვებს." 

კულურული ინფორმაციით, დაპირისპირებაა ლევან ვასაძესა და საპატრიარქოს შორის, რადგან ქართველ "ბიზნესმეს" ფესტივალის ტერიტორიაზე თავისი წყლის შეტანა უნდოდა, მაგრამ ვინაიდან მისი პროდუქტი ნაკურთი არ იყო ამის გაკეთება ვერ შეძლო. ვასაძის ანტი-კაზანტიპური გამოსვლებიც სწორედ მის ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება. 

 

კომენტარები