ქართველი ბაბულიკი ვერ ეგუება, რომ გოგოებს "პროსტა" სეირნობა უნდათ

28,950 ნახვა 12 სგ
12 სგ

თბილისი - ქართველი ბაბულიკი, რომელიც ღამით ქუჩაში მოსეირნე გოგონებს მანქანას უჩერებს ხოლმე და მათ დაკერვას ცდილობს, ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ გოგოებს უბრალოდ სეირნობა უნდათ და არა პირველივე შემხვედრისთვის მიცემა. ამ დილემის შესახებ ბაბულიკმა დღეს, ჩიტის პრეს-კლუბში ისაუბრა. მისი თქმით, შეუძლებელია გოგო, რომელიც ღამის საათებში ქუჩაში ნაუშინკებ გაყრილი მოძრაობს მხოლოდ სეირნობის სურვილით იყოს განმსჭვალული. "ეხა, თემა როგორაა იცი, ბაბუ? ჯერ ერთი მამენტ ვინ ეკითხება, ხო ხვდები, რა. მოგიჩერე, გეუბნები დაჯექი, ე.ი. დაჯექი რა შეჩემისა რა!" - დასძინა მან. 

ბაბულიკმა თანამოქალაქეებს და თანაბუბლიზმებს მოუწოდა აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ. "მოედნენ ეს კეტებიანი, ნაუშნიკებიანი გოგოები მთელ ქალაქს, ტო. კაცის დაფასება არ იციან ამათმა და არაფერი. გიჩერებ, ზნაჩიტ დამევასე და მინდა რო პატივი გცე რა. პახოდუ, ეხა შენ თუ პატიოსანი ხარ და არ დაეძებ, ვაბშე რა გინდა ღამე გარეთ ტო. სეირნობა თუ გინდა მაშინ შენ ძმას უთხარი და გაგასეირნოს ბიჭმა. თუ არა და მაშინ რო გიჩერებ ჩაჯექი." მისი თქმით, დროა ეს უმსგავსობა აღიკვეთოს და გოგოებმა კვლავაც დაიწყონ "იქს პიატებში" ჩასხდომა, თომარი და ქერაობა, "თორე დაგვენძრევა ტო, მთელი ერი გადაგვარდება, ბოიშვილი ვიყო."

ბაბულიკის განცხადებით, დიდ დისკომფორტს ქმნის "ნაუშნიკებიც." "წაუჩერებ ამ ჩემისას და არ ესმის რა. ვეუბნები, გოგონი, მოდი დაჯექი მიგიყვან. არ ესმის, გადავირიე რა. ერთი სამჯერ დავუყვირე, დავუსიგნალე, არაა. მოიხსენი რა, იქნება რას გეუბნები, შე დალოცვილო."

როგორც ჩიტს თბილისის ქუჩებიდან აცნობეს, ბაბულიზმისა და სეირნობის მოყვარულ გოგონათა გზები ხშირად იკვეთება, მაგრამ აღინიშნული ინტერაქციები უმეტეს შემთხვევაში და თითქმის სულ, ბაბულიკებისთვის წარუმატებლად მთავრდება. თუმცა დაძაბულობამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც ერთმა პატარა გოგონამ, რომელიც ღამით სეირნობდა, ერთ-ერთ წამჩერებელ ბაბულიკს თავზე დაახურა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, "პრადოს" მძღოლმა თავისთვის მოსეირნე, ტელეფონში თავჩარგულ გოგონას წაუჩერა და რამდენჯერმე შესთავაზა მანქანით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა. მამაკაცი გოგონას უარს არ დანებდა, რადგან მისი აზრით, როცა გოგო ამბობს არას ის გულისხმობს კის. ნერვებ მოშლილმა გოგონამ ბაბულიკს დაუკივლა და შემდეგ ასეთი სიტყვებით მიმართა: "იდი ნახუი, შე ყლე! გააჯვი აქედან, რო მეჩქარებოდეს და მაქანით წასვლა მინდოდეს გავაჩერებ ტაქსის. შე ყლეო!" 

ჩიტის ხელთ არებული ინფორმაციით, სულ მალე დაიწყება ახალი კამპანია "ქუჩაში მოსეირნე გოგოები ამბობენ," "ერთი წუთი ტროტუარზე" და ა.შ. რომლის ფარგლებშიც მოსეირნე გოგოები ქართველ ბაბულიკებს მიმართავენ და ეტყვიან, რომ გააჯვან. 

კომენტარები