თბილისი - საზოგადოებრივი მაუწყებელი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ახალ სარეკლამო პაკეტებს გაყიდის. როგორც მაუწყებლის გაყიდვების მენეჯერი აცხადებს, ახალი სივრცე მან სანდრო ცნობილაძის მიერ წაყვანილი მატჩის დროს აღმოაჩინა. "ვუყურებდი სანდროს წაყვანილ მატჩს და უცებ დამარტყა თავში. ის იმდენ და იმხელა პაუზებს აკეთებს სიტყვებსა და ფრაზებს შორის, რომ თავისუფლად შეიძლება მანდ ჩავსვათ სარეკლამო ტექსტები." მისი თქმით, ეს არის ინოვაცია სატელევიზიო სივრცეში და მხოლოდ იმ ტელეკომპანიებს აქვთ საშუალება მსგავსი სერვისი დანერგონ, რომელთაც ცნობილაძის ნაირი კომენტატორები ჰყავთ. "მორბენალი სტრიქონებსი დრო წავიდა, ახლა ახალი სივრცეა საჭირო."
როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, შესაძლოა სარეკლამო პაკეტები დავით მინაშვილის წაყვანილ მატჩებშიც ჩასვან. გეგმის მიხედვით, მინაშვილის მიკროფონს ხმას ჩაუწევენ, ვიდრე მას ეგონება, რომ მატჩი ბუნებრივად მიჰყავს, ბუნებრივია მაყურებელი მის ხმას ვერ გაიგებს, რაც ბუნებრივია უხერხულობას ბუნებრივად აღმოფხვრის და საზოდგაოებრივი არხი შემოსავალს ძალიან ბუნებრივად მიიღებს.