ინტერნეტში ახალგაზრდების მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო

5,861 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - ქართულ ინტერნეტში აქტიურად მიმდინარეობს ორი ახალგაზრდის რეზიკო თაბუკაშვილისა და გიუნა მგელაძის მხარდასაჭერი კამპანია. ფეისბუქზე მოღვაწე ქართული საზოგადოების ნაღები ვაკეში მომხდარი ინციდენტის გახმაურებისთანავე გაერთიანდა და სოციალურ ქსელში ფოტოებისა და ვიდეომიმართვების დადება დაიწყეს. 

როგორც ჩიტს შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს გიუნა მგელაძესა და რეზიკო თაბუკაშვილს არაფერი ემუქრებათ და გამოძიება დაწყებული კი არა დამთავრებულიცაა. "შსს-ს ოპერატიულმა ჯგუფმა ცხელ კვალზე დაადგინა, რომ ბატონებმა გიუნამ და რეზიკომ სახეში ცხელი ჩაი შეასხეს ნოდარ ლადარიას, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს ჭიქა გადაარტყეს. ამასთან მათთან ერთად მყოფ თორნიკე შარაშენიძეს არაფერი დაუშავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თუ აღნიშნულ მოქალაქეებს განზრახული ჰქონდათ ლადარიასა და ჭიაბერაშვილის გალახვა და მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო დასჯა, მაშინ შარაშენიძე რატო დაინდეს? ჰა? აბა? მითხარი ერთი თუ მაგარი ხარ?" - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. შსს-ს პრეს-სპიკერის თქმით ბოლოს და ბოლოს ორი ოდიოზური ფიგურაა დაშავებული და არაფერი საგანგაშო არაა.

"პლანი რო ქონოდათ ახლა რომელიმეს, თითო მასტერკა, კი მივარჭობდით 11 წელს, მარა კაცის გალახვის გამო როგორ გავაფუჭოთ ეს ანგელოზივით ბიჭები?" - განაცხადა გამომძიებელმა, რომელსაც ძლიერ ახალისებს ცხელი კვალისა და ცხელი ჩაის სიტუაციური კოლაბორაცია. 

კომენტარები