ლევან მჭედლიძე ჰომოფობობას უარჰყოფს

11,763 ნახვა 0 სგ
0 სგ

ემპოლი, იტალია - ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება. ფოტოზე ქართველი ფეხბურთელი 17 მაისის მატჩში გატანილი გოლის აღნიშვნის პროცესშია გადაღებული. მჭედლიძეს მაისურზე საქართველოს დროშა ახატია და  იქვე სიტყვა "არასდროს" აწერია.

სიციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსიის თანახმად, მჭედლიძემ ასე თავისი დამოკიდებულება ანტიდისკრიმინაციული კანონისა და ლგბტ პირების მიმართ გამოხატა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად ფეხბურთელი, რომელმაც ჩიტთან საუბარში განაცხადა, რომ ეს წარწერა სინანულის გამო გაიკეთა.

"საქართველოს ნაკრებში არც ერთი გოლი არ მაქვს გატანილი, იტალიაში კი უკვე მესამედ ავიღე მოწინააღმდეგის კარი. ამ ფორმით ქართველი გულშემატკივრისთვის ბოდიშის მოხდა მინდოდა." - დასძინა მჭედლიძემ. მისი თქმით, მას ჯერ საკუთარი კარიერისთვის აქვს მისახედი, ნაკრებში გოლი გასატანი და ემპოლის ძირითადში ადგილი დასამკვირდებელი, ასევე "ბეემვე" აქვს საყიდელი  და სხვისი ტრაკის დარაჯად არ გამოდგება.  

მჭედლიძე გულშემატკივრებს სთხოვს, ნუ გააკეთებენ ნაჩქარევ დასკვნებს და ნუ მიაწერენ მას ვიღაც დებილი ქართველი რეპერების სიტყვებს. 

კომენტარები