კონჩიტა ქართველი მანდილოსნების მადლიერია

10,446 ნახვა 4 სგ
4 სგ

ვენა - 2014 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ავსტრიელი მომღერალი კონჩიტა ქართველ მანდილოსნებს ინსპირაციისთვის მადლობას უხდის.  

მომღერალი ავსტრიაში დღეს დაბრუნდა, სადაც მას გულშემატკივრები და ქვეყნის პრეზიდენტი დახვდნენ. გულშემატკივრებს შორის ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ. მომღერალი მათ განსაკუთრებული სითბოთი მიესალმა. მისი თქმით, რომ არა საქართველო და ქართველები ის წარმატებას ვერასდროს მიაღწევდა.

"ეს საოცარი ქვეყანა იყო, აქ პირველად ვნახე გოგონები წვერ-ულვაშით და მამაკაცები კაბებით, მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა ამ უმშვენიერესი ქვეყნის მონახულება, საქართველომ შთამაგონა კაბა ჩამეცვა და წვერი მომეშვა." - განაცხადა  კონჩიტა ვურსტმა.

მომღერალმა ასევე დასძინა, რომ მომავალში გეგმავს მადლიერების ნიშნად კლიპში ქართველი წვერ-ულვაშიანი მანდილოსნები გადაიღოს. კლიპში გადაღების მსურველი ქართველი კაბიანი მამაკცების კასტინგი კი უკვე გაიმართა. გადაღების სანაცვლოდ მათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება და შავი ჯიპი მოითხოვეს.

კომენტარები