Green Street Hooligans-ის გაგრძელებას საქართველოში გადაიღებენ

8,146 ნახვა 5 სგ
5 სგ

28 მაისს თბილისს გერმანელი რეჟისორი ლექსი ალექსანდერი ესტუმრება. ლექსი აქ საკუთარი ფილმის, Green Street Hooligans-ს მესამე ნაწილს გადაიღებს. გადაღებები აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება ქუთაისსა და თბილისში. ფილმის სცენარი ჯერ ცნობილი არაა, თუმცაღა როგორც ფილმის პროდიუსერმა დონალდ ზაკერმანმა განაცხადა, ფილმი დინამოს ფანების - გლადიატორების და ტორპედოს - ჯუნგლებს შორის დაპირისპირებაზე იქნება. ცნობილია ფილმის სავარაუდო სახელი: Green Street Hooligans: Gladiators vs Jungles.

 როგორც კინოკომპანია "OddLot Entertainment-ის" ოფიციალური საიტი გვატყობინებს, რეჟისორი საქართველოში ორი კვირის განმავლობაში დარჩება და ქართველი მსახიობების შერჩევაში მიიღებს მონაწილეობას. ცნობილია, რომ მთავარ როლს კვლავ ელაიჯა ვუდი შეასრულებს. მას პარტნიორობას ქართველი მსახიობი მიშა მესხი გაუწევს. როგორც ელაიჯამ 3 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის საინტერესო იქნება ქართველ კოლეგასთან ერთად თამაში. თუ ვის განასახიერებენ მიშა და ელაიჯა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

 დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ფილმში მონაწილეობის მისაღებად, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ვარსკვლავი და ქართველი თინეიჯერი გოგოების გულთამპრობელი,  კოტე თოლორდავა მიიწვიეს, რაზეც მან დაუფიქრებლად განაცხადა უარი. მსახიობი მიწვევას ფეისბუქის საშალებით გამოეხმაურა: 

"Chemtvis, adamianistvis romelsac WM. ilia martalis pirovneba aqvs gansaxierebuli kinoekranze, ubralod sheuracyofa da dacinvaa aset filmhi satamashod miwveva )) uars vacxadeb ratqmaunda )))"

 

კომენტარები