მანჩო გიორგობიანის გადაცემა მაესტროზე რამდენიმე დღეში გაეშვება

7,319 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - "მაესტროზე აპრილში" პროექტის ფარგლებში, ტელეკომპანია მაესტროზე მანჩო გიორგობიანის ახალი გადაცემა დაიწყება. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე თვითონ გიორგობიანმა ისაუბრა. "ჰოდა, მოგიყვე, მოდის ჩემთან ისა, რა ქვია, ეტატ, ტოტ სამი, მამუკა ღლონტი. გრიტ, მოდი გადაცემა მოვცხოთ. ნუ მე უკვე გიჟი ვარ ხო ხვდები რა?! რატომაც არა, ხო ხვდები რა?" განაცხადა გიორგობიანმა.

მისი თქმით, გადაცემა კონკურენციას გაუწევს რუსთავი 2-ის პროექტს "მოგზაურობა გიო გაბუნიასთან ერთად"-ს და სახელად "პაეზდკები მანჩოსთან ერთად" ერქმევა. "ვაბშე არაფერი დამკლია ცხოვრებაში რა, შვიდჯერ ვარ პარიზში ნამყოფი და იქ ამსტერდამები მოვლილი და ხო ხვდები. მე და ნინუცას იმინა თავზე გვაქვს დამხობილი მთელი ევროპა. ლატრუფეში რო ნაციონალების თემა იყო ხო გახსოვს? მანამდე ფრასუა ოლანდი და მთელი საფრანგეთის ბურჟუაზია მყავს ნათრევი! ვიღაც ქათამი გიო გაბუნია უნდა მასწავლიდეს მე სად ვიარო პაეზდკებში?" - დასძინა გიორგობიანმა.

აღნიშნული საავტორო პროექტის გარდა ახლადგამომცხვარი ტელევარსკვლავი მაესტროს შუადღის შოუს ერთ-ერთი წამყვანიც იქნება. "მე ვიქნები და დოდოშკა რა. და ის დებილი ია ფარულავა. რა ვქნა. რეიტინგი მინდაო ღლონტმა და ამ კეკელკას უნდა ვუყურო ორი საათი, მარა ავიტან. თუ არა და სულ თმებით ვათრევ. შტო ანა ა სებე ვაზამნილა, საერთოდ მე არ ვიცი." - განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები