დევიდ მოიესი ბოდიშს იხდის

4,214 ნახვა 0 სგ
0 სგ

მანჩესტერი - დევიდ მოიესი ბოდიშს იხდის, თუმცა დასძენს, რომ აზრზე არაა სად ჯანდაბიდან მოვიდა ეს ინგლისის მსგავსი დროშა, რომელიც თან ინგლისის არ არის.

ინციდენტი ორიოდე დღის წინ გამართული პრემიერლიგის მატჩის შემდეგ მოხდა, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა ნიუკასლი საკუთარ მოედანზე 0-4 გაანადგურა.

“როგორც ყოველთვის ბიჭები მოგების აღსანიშნავად პაბში წავედით, - იხსენებს იუნაიტედის მცველი რიო ფერდინანდი, - ჰოდა რავი რა, დავლიეთ ბიჭებმა, ალექსი მასიც იქ იყო და გვეუბნებოდა რა მაგრები ხართო, ძალიან უხაროდა რა, ჰოდა რავი რა, დავლიეთ, გოგოებიც იყვნენ - სარა, ტერეზა, ჯესი და დევიდი დათვრა მაგრად, ჩვენი მწვრთნელი, ჰოდა მერე დაიკარგა რა, სად არ ვეძებეთ რა, ტუალეტში, ქალების ტუალეტში, არსად არ იყო. მერე გიგზმა დარეკა რო, აი სტადიონზე შემოვიარე გვიანო და დევიდი აღმოსავლეთის ტრიბუნაზე დავინახე, ვიღაცის დარჩენილ დროშას წვავს და იგინებაო.”

ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურს და სკაი ტივის ჟურნალისტებს დევიდ მოიესმა შეაგინა და ნახევრად დამწვარი დროშა სახეში მიაგდო: “აემ დროშასავით და ნიუკასლივით გადაგწვავთ მთელს ინგლისს თქვე ზახვატშიკებოო”

“ამ ბოლო დროს ძალიან ემოციურია რა," - ამბობს რიო ფერდინანდი. - "ალბათ იშვიათად რომ ვიგებთ მაგიტომ რა, რავი არადა ბიჭები ყველაფერს ვაკეთებთ რა.”

თავად დევიდ მოიესი ამ ყველაფერზე კომენტარს თითქმის არ აკეთებს, "საბოდიშო არაფერი მაქვს, ამ დროში მოტანას, რამე წარწერა მოეტანათ." თუმცა, იქვე დასძენს, რომ ძალიან წუხს, რადგან მისი კუთხესავით ჩაგრული პატარა ქვეყნის დროშა დაწვა.

კომენტარები