როგორ დავამატო ნიუსი, ფოტო ან ვიდეო?
სტატიის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კონტენტის დამატება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე. საიტის ზედა მენიუში, იპოვეთ “+დამატება,” ხოლო შემდეგ აირჩიეთ სასურველი ვარაინტი. ნიუსის დამატება, კვერცხის (აქ იგულისხმება ფოტო, მიმი, გიფი და ა.შ.) ან ვიდეოს დამატება. ამის შემდეგ თქვენ მოხვდებით შესაბამის გვერდზე, სადაც მარტივი ინსტრუქციების დახმარებით შეძლებთ თქვენთვის სასურველი მასალის დამატებას.
რო დავწერ ეგრევე გამოქვეყნდება?
საიტზე წინასწარ მოდერაციას გადის მხოლოდ სტატიები, რომელიც ჩიტის უმთავრესი კონტენტია. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სტატიის ხარისხს, მის სარედაქციო პოლიტიკასთან და რედაქტორისა და მკითხველის გემოვნებასთან შესაბამისობას.
ფოტოები და ვიდეოები მოდერაციის გარეშე ემატება.
უნდა დავრეგისტრირდე დასამატებლად?
არა.
რა შემთხვევაში მოხვდება ჩემი დამატებული მასალა რჩეულებში?
თუ მოეწონება რედაქტორს ან თქვენი დამატებული მასალა მიიღებს 50 და მეტ სგ-ს.
სათაურში რო ჩავწერო: “ადმიიინ რჩეულებში დადე” დადებთ?
არა.
თქვენს გვერდზე დააშეარებთ?
ყველაფერს არა, მაგრამ საუკეთესოებს აუცილებლად დავაშეარებთ.
ჩემი სახელი და გვარი დაეწერება?
ფეისბუქით რეგისტრაციისას, თქვენს პროფილს თქვენი სახელი და გვარი ავტომატურად ემატება, მაგრამ “პროფილის შეცვლის” გვერდიდან შესაძლებელია სახელი და გვარის, ავატარის და სხვა პარამეტრების შეცვლა, შედგად საიტზე გამოჩნდება თქვენთვის სასურველი ნიკი, ავატარი და სხვა ინფომაცია.
იმავე გვერდიდან შესაძლებელია “ფეისბუქის პროფილის მისამართი”-ს ამოშლა ან დამატება. თუ FB პროფილის ლინკი მითითებულია, “ჩიტის” პროფილის გვერდზე გაჩნდება ლინკი, რომლიდანაც სხვა ადამიანებს თქვენი FB პროფილის ნახვა შეეძლებათ. შესაბამისად, თუ არ გინდათ სხვებმა იცოდნენ ვინ ხართ, ყველა ეს პარამეტრი შეგიძლიათ შეცვალოთ და ამატოთ ყველაფერი ანონიმურად - თქვენი შერჩეული სახელის, ნიკის და ავატარის გამოყენებით.
ყველაფერზე შემიძლია ხუმრობა?
კი.
ფულს გადამიხდით?
არა
ქართული ასოებით უნდა ავკრიფო თუ ლათინურადაც შეიძლება?
ქართული სიტყვები ქართული ასოებით, ინგლისური - ლათინური ასოებით და ა.შ.
როგორ დავრეგისტრირდე?
დააჭირეთ “დარეგისტრირებას”, შეავსეთ შესაბამისი ველები და მიჰყევით ინსტრუქციას. ან შედით ფეისბუქით, შესაბამის ღილაკზე დაჭერით.
რა არის სგ?
სგ არის ქართული ინტერნეტ ტერმინი, რომელიც აღნიშნავს “საღოლს”. იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისურ ანბანში არ არის ასო-ბგერა ღ, წლების განმავლობაში ადამიანები წერდნენ ასე: “sagol” დროთა განმავლობაში კი მივიღეთ “sg” - ხოლო ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ტერმინი შექების აღმნიშვნელ ქმედებად გვექცია ჩვენს საიტზე. ანუ, თუ რაღაც მოგწონთ, უთხარით მის ავტორს “სგ”.
რატომ უნდა მოვიმატო სგ-ები?
იმიტომ რომ თქვენი დამატებული მასალა უფრო მეტმა ადმიანმა ნახოს, მას შემდეგ რაც მოხდება რჩეულებში, უფრო მეტმა ადამიანმა გააზიაროს და თქვენ გესიამოვნოთ, როცა ვიღაცა გაქებთ.
როდის მემატება სგ?
როცა საიტის მომხმარებელი აჭერს სგ-ს ღილაკს.
რატომ ვერ ვცვლი ჩემ ფოტოს/ვიდეოს?
იმიტომ, რომ ერთხელ გადამოწმების შემდეგ, თავიდან არ ვსდიოთ ყველა შეცვლილ კონტენტს - ახლა ხომ არ ჩაწერეს/ატვირთეს რამე დაუშვებელიო...
ვინ გაფინანსებთ?
ვინ დაგავალათ ამ შეკითხვის დასმა?
ვინ დაგავალათ ამ საიტის გაკეთება?
ქართველმა ერმა!
კიდევ მაინტერესებს…
კიდევ თუ რამე გაინტერესებთ, იკითხეთ ქვევით, კომენტარებში. შეიძლება გიპასუხოთ კიდეც.