ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

14,034 ნახვა 3 სგ
3 სგ

თბილისი, 28 მარტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი საკონსტიტუციო ინიციატივით გამოდის. ირაკლი ღარიბაშვილმა საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე საკითხზე მუშაობა დაავალა. ერთ-ერთი მათგანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრა იქნება. "კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! ეს უნდა იყოს ჩვენი ერის მთავარი მონაპოვარი!" ოჯახის სტატუსის გამყარების მიზნით, კონსტიტუციას ე.წ. "სახლობანას" მუხლიც დაემატება, რომლის მიხედვითაც სახლობანას თამაშისას დედა მხოლოდ გოგო შეიძლება იყოს და მამა მხოლოდ ბიჭი - ეს შეზღუდვა თოჯინებზეც გავრცელდება. "არის შემთხვევები, როდესაც გოგოები, როცა მათ მეგობარი ბიჭუნა არ ყავთ მამის როლსაც თამაშობენ ხოლმე. ამიტომ ღირებულებათ აღრევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბავშვების თამაში მკაცრად იქნეს კონტროლირებული და საკონსტიტუციო დონეზე განისაზღვროს." - დასძინა პრემიერმა.

საკონსტიტუციო ცვლილება მხოლოდ ზემოთხსენებულ მუხლს არ შეიცავს. ამავე ინიციატივის ფარგლებში ქვეყნის უმაღლეს კანონს დაემატება კიდევ ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც მშობელი, ბავშვების ფსიქიკის დაცვის მიზნით, ვალდებული იქნება, რომ 12-13 წლამდე მათ ატყუოს, რომ ისინი წერომ მოიყვანა. ხოლო თუ ბავშვის შეკითხვა "დედა როგორ გავჩნდი?" მარხვის დღეებს დაემთხვევა, მაშინ მშობელი ვალდებული იქნება შვილის წყაროდ კომბოსტო დაასახელოს. ჩვილთა ვაჭრობის აღსაკვეთად და ქართული გენის გადასარჩენის მიზნით სასტიკად აკრალულია შვილისთვის "ციგნებმა მოგიყვანეს და კარებთან დაგტოვეს" ტიპის ფრაზების თქმა, რადგანაც ამან შეიძლება მომავალი თაობების ეთნიკური იდენტობა შეარყიოს.

სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ვინც ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს იქნება ყლე და არა ფალოსი, რადგან ფალოსი "ნიტო ბერძნული, ნიტო ლათინური სიტყვაა" და ეს ევროპული გარყვნილი ტერმინოლოგია საერთოდ არ გვჭირდება.

კომენტარები