ანტიევროპულად განწყობილ ახალგაზრდას დედისთვის იტალიიდან დაბრუნება არ უთხოვია

4,683 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 24 მარტი - თბილისში მცხოვრებ ანტიევროპულად განწყობილ ახალგაზრდას, რომლსაც არც "ნატო" ეხატება გულზე, იტალიაში მომუშავე დედისთვის საქართველოში დაბრუნება არ მოუთხოვია. აღნიშნული განცხადება ახალგაზრდამ ვესტერნ-იუნიონის ფილიალთან გააკეთა. "არა, აბა აქ რა აკეთოს? ან რუსეთში რო წავიდეს იქ საზამთროები გაყიდოს თუ რესტორანში იმღეროს? უვლის მოხუცს და არის თვისთვის." - განცხადა მან და რამდენიმე ევროს გადასახურდავებლად იქვე ახლოს მდებარე სავალუტო ჯიხურისკენ გაემართა. გადახურდავების შემდეგ ახალგაზრდამ ჯერ სიგარეტი იყიდა, შემდეგ შავ "BMW"-ში ჩაჯდა და გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო.

კომენტარები