"კორკოტას 60 წუთი" საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავა

10,114 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 18 სექტემბერი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ახალი სეზონიდან "კორკოტას 60 წუთი გავა. გადაცემას ჟურნალისტური გამოძიების ფორმატი ექნება და თბილისში არაქალაქელი და სოფლელი ტიპების აღმოჩენსას მიეძღვნება.
"დაიყენებენ აქ ვაკურ აქცენტს და მერე ვეღარ გაარჩევ ვინ ვინ არის ტო! აეგეთი თვითმარქვია ქალაქელებისგან უნდა გაიწმინდოს ეს ქალაქი რა!" აცხადებს გადაცემის ავტორი და წამყვანი კორკოტა, რომელმაც ძმობაში და სიყვარულში აგვიკრძალა მისი ბატონ გიორგი კორკოტაშვილად მოხსენიება. კოლორიტის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ძლივს ეღირსა ნამდვილად საზოგადოებრივი პროექტი, რომელიც ამავე საზოგადოების გაჯანსაღებას ეძღვნება.

გადაცემის პროდიუსერი უცნობია. ხოლო სცენარისტმა კომენტარზე უარი გვითხრა, სცენარსა ვწერ მეწუნწკლება მელანი და ვწმენდო.

ფორმატის მიხედვით კორკოტა თბილისის პრესტიჟული უბნების კაფეებსა და ბარებს დაივლის და ვისაც არ იცნობს იმ ტიპებს გარკვეულ გამოცდებს მოუწყობს. "მივცემთ სიას იმ სიტყვებისა, რომლებშიც ბევრი 'ლ' ურევია. ყველა უნდა ჩამოთვალონ, თორე ისე დამუღამებული აქვთ ტო, ერთ ორ სიტყვაში და ზოგი ისეთი განაგლებულია ათშიც არ ურტყამს ლ-ს, ჰოდა, როგორც კი ჩაარტყავს, ეგრევე ჰაიდა სოფელში." დასძენს კორკოტა.

გადაცემას ეყოლება ცოცხალი მედუდუკე როსტიკა, რომელიც მონოლოგის დროს შეუბერავს, ხოლო სტუდიაში ირბენს პიტის და სტაფის ნაჯვარი ძაღლი - ბაბზიკა, ასევე ცნობილი როგორც ბაბუ, ბებერო, ბაბწიკა და ა.შ.

საზოგადოებრივი არხის მესვეურები გვიპრდებიან, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი სოფლური იუმორის ამოსაძირკვად და აქ მხოლოდ კაი ჯიგრიანი ქალაქური ხუმრობები იქნება.

"ეს არის ბომბა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მალე სოფლელებმა ევაკუაცია უნდა გამოაცხადონ და წავიდნენ, ვაბშე!" - განაცხადა კორკოტამ.

კომენტარები