მერია: "რესტორანში ბუნების სადღეგრძელოს დალევენ"

11,433 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 30 ივლისი - კუს ტბის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის გაჩეხვისა და რესტორნის აშენების გამო საზოგადოებაში გაჩენილ პროტესტს თბილისის მერია ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგან სარეკრეაციო ზონაში აშენებულ რესტორანში მრავლად დაილევა "დედა ბუნების" სადღეგრძელო. "იმისათვის რომ ბუნების სადღეგრძელოს ტრადიაცია არ მოკვდეს და ქართველმა ერმა შეინარჩუნოს თავისი სახე, საჭიროა გარკვეული მსხვერპლის გაღება. რა არის ერთი და ორი ხე, მთელი ბუნების დალოცვასთან შედარებით?" - ვკითხულობთ განცხადებაში. "თქვენ გახსოვთ რა უქნეს 2008 წლის ომის დროს რუსებმა ჩვენს ტყეებს, ახლა იქ ახალი ნერგებია, ამ ნერგებს მოსაძლიერებლად კეთილი სიტყვები, მოფერება და დღეგრძელობა ესაჭიროება!" - განაცხადეს მერიაში.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, სადღეგრძელოები განსხვავებული სასმისით დაილევა. "ეს იქნება დიდი საწნახელი! რომლის დასამზადებლადაც საჭირო მასალის მოსაპოვებლად უკვე დაწყებულია ტყის საფარის გაჩეხვა." - დასძინა მერიის პრეს-სპიკერმა.

ახალი რესტორანი არამარტო ბუნების დალოცვაზე, არამედ ჯანსაღ კვებაზეც იქნება ორიენტირებული და სტუმრებს სამარხვო მენიუსთან ერთად - "უგულავას დიეტის" მენიუსაც შესთავაზებენ.

კომენტარები