საპატრიარქო: "რუსეთი უზრდელად იქცევა!"

5,825 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 27 მაისი - საქართველოს საპატრიარქო რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო საზღვრის გადმოწევას ეხმაურება. დღეს დილით საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მამა მიქაელ ბოტკოველმა გააჟღერა და ოკუპანტების ქმედებას "უზრდელური" უწოდა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მოძმე ერი ასეთი უზრდელია და ელემენტარული ეტიკეტის დაცვაც არ შეუძლია." ნათქვამია საპატრიარქოს მწვავე განცხადებაში.

ჩიტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა საპატრიარქო მრევლს ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გაუძღვეს და 17 მაისის მსგავსი ქრისტესმიერი მდუმარე აქცია ჩაატაროს, მამა მიქაელმა ასეთი პასუხი გასცა: "ეს აქცია სავარაუდოდ დაპირისპირებას გამოიწვევს, ამიტომ ჩვენ არ წავალთ იქ. ვიცი რომ ძალიან ბევრი ჩვენი მრევლიდან აპირებს წავიდეს იქ, ვერც მეგობრები აკავებენ და ვერ ოჯახის წევრები. ერთი ისე იწევს დააბეს კიდეც, მაგრამ ჩვენ ყველას ქრისტესმიერი მოთმინებისკენ მოვუწოდებთ. გახსოვდეთ რა თქვა უფალმა, გიყვარდეს მტერი შენიო, ვითარცა მოყვასი შენიო, აბაა!"

საპატრიარქოს ქრისტესმიერი მოწოდება ყურად იღეს მამებმა თეოდორე გიგნაძემ, დავითებმა ისაკაძემ და ქვლივიძემ და არ ჩაწერეს ვიდეო ქადაგებები მოწოდებით - "ყველანი საოკუპაციო საზღვართან, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის მიწების მიტაცება და დაკარგვა."

კომენტარები