ნუკრი ქანთრია და ზაზა პაპუაშვილი ახალ ფრაქციას ქმნიან

3,825 ნახვა 0 სგ
0 სგ

ქუთაისი, 22 თებერვალი - პარლამენტის წევრები ზაზა პაპუაშვილი და ნუკრი ქანთარია კოალიცია ქართულ ოცნებას გამოეყვნენ და ახალ საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. დეპუტატებმა გადაწყვეტილება კონსერვატორთა პარტიის შემუშავებული კანონ-პროექტის განხილვის შემდეგ მიიღეს. პაპუაშვილის განცხადებით, ის ბიძინა გუჯაბიძის საპრეზენტაციო გამოსვლამ მოხიბლა და გადაწყვიტა პარლამენტში თვითონაც ეროვნული სამოსით იაროს, "ჩოხა კარგია, მაგრამ მე ნამდვილი თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ ყარაჩოღლის სამოსში გამოვეწყობი, ჩემს იდეას შემოუერთდა ბატონი ნუკრი ქანთარიაც და ჩვენ ერთად შევქმნით ახალ ყარაჩოღლების ფრაქციას."

ჩიტის ინფორმაციით, პაპუაშვილმა და ქანთარიამ უკვე მიმართეს პარლამენტის მომარაგების სამსახურს მათი ტივებითა და ფაეტონებით უზრუნველჰყოფის თაობაზე. "თუ გოგა ხაჩიძეს არ მაეწონება, შაულია კინტოებთან წავიდეეეეეს, მაშ!" - დასძინა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიას თქმით, ძალიან მალე პარტიაც დაფუნძნდება, რომლის "უსტაბაშიც" სავარაუდოდ კორკოტა იქნება, ხოლო პრეზენტაცია მტკვარზე გაიმართება, ცოცხალის, ღვინისა და პრასის თანხლებით.

სოციო-კულტურული მეინსტრიმის საიათნოვას, შალვა რამიშვილის, არღანზე დამღერებით, "ეგ ბემურაზები ფაიზაღ საქმეს მოჰკიდებიან!"

კომენტარები