საქართველოს კანონი „სექსისა და სქესობრივი ცხოვრების რეგულირების შესახებ“

37,798 ნახვა 0 სგ
0 სგ

ჩიტი გთავაზობთ, ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებულ, საქართველოს პარლამენტის ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს "სექსისა და სქესობრივი ცხოვრების რეგულირების შესახებ.“

პროექტი მომზადებული და ინიცირებულია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ.

იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.

 

თავი 1
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
კანონის მიზნები და ამოცანები

  1. ამ კანონის მიზანია საქართველოში სექსისათვის, როგორც ადამიანთა გამრავლების უალტერნატივო საშუალებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭება, საქართველოს გენოფონდის გადარჩენაში მისი ისტორიული როლის აღიარება და სქესობრივი ცხოვრების რეგულირება, ბოლო პერიოდში აღვირახსნილი სექსის პროპაგანდისა და სექსუალური ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეზღუდვა.
  2. ამ კანონის ამოცანაა სექსის, როგორც გამრავლების საშუალების სტიმულირება, ამავდროულად მისი ქართულ მართლმადიდებლურ ტრადიციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
  3. საქართველოს კანონმდებლობა სქესობრივი ცხოვრების სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების, ამ კანონის და სხვა საკანონმდებლო და ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

მუხლი 2
კანონის მოქმედების სფერო

  1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირზე.

მუხლი 3
კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

  1. ვაჟიშვილი – მამრობითი სქესის ადამიანი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად არ ქონია პირველი სექსი.
  2. კალენდარული წელი – 7 იანვრიდან – მომდევნო წლის 6 იანვრის ჩათვლით არსებული პერიოდი.
  3. მისიონერული პოზა – მდგომარეობა, როდესაც დედაკაცი განთავსებულია საწოლში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სახით ზევით და ფეხები 55 გარდუსი კუთხით აქვს გაშლილი, ხოლო პარტნიორი მამაკაცი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, სახით ქვევით და დედაკაცისადმი პარალელურად არის განთავსებული და ამყარებს სექსუალურ კავშირს ამ უკანასკნელთან.
  4. მოსაკრებელი – პირისათვის სექსუალური აქტისათვის თანხმობის მისაცემად დაწესებული თანხა, რომელიც ასახავს თავად ამ აქტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და გამოხატავს მის ეკონომიკურ ღირებულებას.
  5. პირველი სექსი – ვაჟიშვილის (ქალიშვილის) მიერ საწინააღმდეგო სქესის მქონე პირთან ამ კანონით დადგენილი ფორმით სქესობრივი კავშირის პირველად დამყარება.
  6. სააგენტო – სექსის რეგულირების სააგენტო;
  7. ქალიშვილი – მდედრობითი სქესის ადამიანი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად არ ქონია პირველი სექსი.
  8. ქორწინება – ამ კანონის მიზნებისათვის, ქორწინებად ჩაითვლება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე–3 მუხლის შესაბამისად შესრულებული ჯვრისწერა, ხოლო იმ პირებისათვის, რომლებიც საკუთარ თავს არ მიაკუთვნებენ ამ რელიგიას, ქორწინების სახელმწიფო (სამოქალაქო) რეგისტრაცია.

თავი 2
მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობები სქესობრივი ცხოვრების სფეროში

მუხლი 4
მოქალაქეთა უფლებები

  1. საქართველოს ყოველ ქმედუნარიან მოქალაქეს უფლება აქვს ჰქონდეს სექსი საწინააღმდეგო სქესის მქონე მოქალაქესთან მხოლოდ ქორწინების განმავლობაში და ამ კანონით დადგენილი ფორმითა და რაოდენობით.
  2. სექსუალური აქტების საერთო რაოდენობა კალენდარულ წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5–ს.
  3. შესაძლებელია მოქალაქეს მიეცეს დამატებითი სექსუალური აქტის (აქტების) უფლება თუ:
    1. თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოში მართლმადიდებელი მრევლის გამრავლებისათვის;
    2. პატრიარქისათვის მოსანათლად მესამე და მომდევნო შვილის შესაძენად;
    3. თუ გადახდილია მოსაკრებელი;
  4. დასაშვებია სექსზე ოცნება, მხოლოდ ამ კანონით დაშვებულ ფარგლებში.
  5. ონანიზმი (ჩუკენობა) განიხილება როგორც სექსის ალტერნატივა და დასაშვებია მხოლოდ:
    1. ვაჟიშვილებისათვის;
    2. პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის;
    3. ცნობილი ექსპერტებისათვის.

მუხლი 5
მოქალაქეთა მოვალეობები და აკრძალვები

  1. აკრძალულია ორალური, ანალური და სხვა გაუკუღმართებული ფორმით სექსი.
  2. აკრძალულია სექსი არასაძინებელ ოთახში, ასევე სექსი გადასაფარებლის გადაფარების გარეშე.
  3. სექსი დასაშვებია მხოლოდ მისიონერულ პოზაში.
  4. პირველი სექსისას ქალიშვილობის დაკარგვის დასადასტურებლად აუცილებელია დედამთილის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მულის ან ქმრის სხვა ახლო ნათესავი მდედრობითი ქალის მიერ სისხლიანი ზეწრის გამოფენა.
  5. დაუშვებელია ქალიშვილობის დაკარგვის შემდეგ სხვა პარტნიორთან სექსი.
  6. აკრძალულია სექსის დროს კონტრაცეფციის საშუალებების გამოყენება, რადგნაც ეწინააღდმეგება სექსის მიზნებს.
  7. აკრძალულია სხვადასხვა ლუბრიკანტების (მათ შორის ვაზელინის) გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ კანდიდატებზე, ასევე ამ კანონის მე–4 მუხლის მე–5 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

მუხლი 6
არასრულწლოვანთა და ბავშვთა უფლებები

  1. არასრულწლოვანს უფლება აქვს ცხოვრობდეს სექსისაგან თავისუფალ გარემოში;
  2. 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის აკრძალულია სექსის – როგორც მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  3. 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს ისარგებლოს ამ კანონის მე–4 მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით.
  4. ბავშვის უფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით აღიარებულია, რომ ქალის მკერდი არის შვილების საკვები საშუალება და მამაკაცს ეკრძალება მასთან დამატებითი კომუნიკაცია ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

თავი 3
სახელმწიფო რეგულირება და კონტროლი სექსუალურ ცხოვრებაზე

მუხლი 7
სექსის რეგულირების სააგენტო

  1. სქესობრივი ცხოვრების რეგულირების, მოქალაქეთა სქესობრივ ცხოვრებაზე ეფექტური მონიტორინგისა და მეთოდური ნორმატივების დადგენისათვის იქმნება დამოუკიდებელი იურიდიული პირი – სექსის რეგულირების სააგენტო, რომლის უფლებამოსილებები, საქმიანობის ფორმები და დაკომპლექტების წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.
  2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობაში აქტიურად უნდა იღებდეს მონაწილეობას საპატრიარქო.
  3. სააგენტოს საქმიანობაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ის ხელოვანები, რომლებიც გამოირჩევიან საკუთარი უმწიკვლო წარსულითა და წლების მანძილზე ქართული ტრადიციებისადმი პატივისცემით.

მუხლი 8
კონტორლი და დამატებითი სექსის ნებართვა

  1. ამ კანონის მე–4 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტით სარგებლობაზე კონტროლის განსახორციელებლად სააგენტოს უფლება აქვს მოქალაქეებზე დააყენოს მექანიკური მრიცხველი, რომელიც სიზუსტით აღრიცხავს სქესობრივ აქტთა რაოდენობას.
  2. ამ კანონის მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, დამატებით სექსის ნებართვას გასცემს სააგენტო, სათანადო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
  3. მოსაკრებლის რაოდენობას და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით.

თავი 4
პასუხისმგებლობა

მუხლი 9
პასუხისმგებლობა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის

  1. ამ კანონის დარღვევით შესრულებული სქესობრივი აქტი ცხადდება კანონგარეშედ და იწვეს სათანადო პასუხისმგებლობას;
  2. ორალური, ანალური ან სხვა გაუკუღმართებული ფორმით სექსი იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც რეგულირდება სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
  3. ამ კანონის სხვა სახის დარღვევებისათვის დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

თავი 5
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 10
გარდამავალი დებულებანი

  1. ამ კანონის მიღებიდან 41 კალენდარულ დღეში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს დადგენილების მიღება „სექსის რეგულირების სააგენტო შესახებ“.

მუხლი 11
კანონის ამოქმედება

  1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს;

საქართველოს პრეზიდენტი,
მიხეილ სააკაშვილი

 

სპეციალურად ჩიტისთვის - ანონიმური წყარო

კომენტარები