საქართველოში ლინჩის წესი ოფიციალურად დაკანონდება

6,947 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 5 ნოემბერი - საქართველოს გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქართველოში ლინჩის წესი ოფიციალურად დაკანონდება. ახალი ინიციატივის შესახებ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ისაუბრა. გადაცემაში "პოლიტმეტრი" სექსუალურად მწიფე ძალოვანმა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და რეაქციული ქმედებების დროებით შეჩერება ურჩია. "ჯერ-ჯერობით ლინჩი არ არის დაკანონებული, ამიტომ საციხოდ ნუ გაიხდით თავს, დავაკანონოთ ეს ყველაფერი და მერე ერთად დავხოცოთ ყველა" - განაცხადა კბილაშვილმა.

ლინჩის წესის დაკანონება ახალი სასამართლო რეფორმის ფარგლებში იგეგმება და სავარაუდოდ, ძალაში 2013 წლის 7 იანვრიდან შევა. "ეს თარიღი სიმბოლურია," აცხადებს კბილაშვილი "ჩვენ ქრისიტანი ერი ვართ და ეს სიახლე და ქართველი ერის ახლიდან დაბადება, სწორედ ამ დღეს უნდა დაიწყოს." აღნიშნული რეფორმის ფარგლებში სასამართლო სისტემა მთლიანად შეიცვლება და პროცესები დარბაზებიდან ქუჩაში გადაინაცვლებს. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ხალხი ბრძენია და არანაირი სასამართლო და ერთი ადამიანის ან თუნდაც თორმეტი მსაჯულის გადაწყვეტილება ვერ გადაწონის ამხელა სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი გამოცდილების მქონე ერის განაჩენს.

"ლინჩი" სახელისუფლებო შტოს მესამე წარმომადგენელი იქნება და მისი თემიდა ახალი წლიდან არა "სტატუეტკა" არამედ ცოცხალი ადამიანი იქნება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თემიდას კანდიდატურაზე წარმოდგენილები არიან ეკა ბესელია და თინათინ ხიდაშელი, რომელთაც უკვე გადაეცათ სავარჯიშო სასწორები და როგორც კულუარებში საუბრობენ, ისინი გამუდმებით ვარჯიშობენ ობიექტურობაში. ჯერ-ჯერობით უცნობია ახალ ქართველ თემიდას თვალებს უბარლოდ აუხვევენ თუ დათხრიან.

რეფორმის პირველ ეტაპზე შეირჩევა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელსაც მამა იობი ყველა ცოდვას შეუნდობს და შესაბამისად, მათ უკვე ვეღარ შეაჩერებენ ფრაზით "ვინც უცოდველია პირველმა იმან მესროლოს." "ლინჩის" საპილოტე პერიოდის შემდეგ ცოდვები საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეტევება. თუმცა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით ეს განწმენდითი სამუშაო არ შეეხებათ თბილისში მყოფ "ყველა ზანგს, ჩინელს და ინდოელს."

ცოდვის მიტევების პროცესმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან გარკვეული ჯგუფები ფიქრობენ, რომ ნაციონალების მონებს, პოლიციელებს, ციხის ბადრაგებს, სპეც-რაზმელებს და ა.შ. ცოდვები არ უნდა მიეტევოთ. მამა მიხეილ ბოტკოველის განცხადებით, ეს მიდგომა საპატრიარქოსთვის მისაღებია, ამიტომ წმინდა სინოდმა უკვე დაიწყო მიტევების პროცესის სხვადასხვა ხერხებზე მსჯელობა. ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, გვარების დალოცვის მსგავსად მოხდება გვარების განწმენდა, ხოლო გვარის ლიდერის და თავკაცის პასუხისმგებლობა იქნება განწმენდის პროცესზე არ დაუშვას გვარის შემარცხვენელი და უღირსი ადამიანები. აქვე იგეგმება ახალი აქცია, რომლის შედეგადაც ყველა მესამე შვილს პატრიარქი პირადად მიუტევებს ცოდვას.

ჩვენი ექსპერტი სოციო-კულტურული მეინსტრიმის რეფორმირების საკითხებში შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ თუ ჩვენ ევროპა გვინდა, მაშინ ლინჩის წესიც უნდა ავიტანოთ და საერთოდ პატივი ვცეთ არამარგინალთა უშრეტ ფანტაზიას.

კომენტარები