ბობოხიძემ და დავითაშვილმა ხაჭაპური ვერ გაიყვეს

4,246 ნახვა 0 სგ
0 სგ

ქუთაისი, 23 ოქტომბერი - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უმრავლესობამ და ოპოზიციამ პირველად იჩხუბეს. თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დაუპირისპირდა. თუმცა, გიორგი ვაშაძისა და წულუკიანის კამათი დავითაშვილისა და ბობოხიძის ჩხუბმა გადაფარა.

როგორც ჩიტს სანდო საპარლამენტო წყარომ აცნობა, დავითაშვილს პარლამენტში მისვლამდე "ბიკენტიას საქაბაბესთან" არსებულ სახაჭაპურეში უგემრიელესი ფენოვანი უყიდია, რადგან პარლამენტში ჯერ-ჯერობით არ არის ბუფეტი, ხოლო შენობაში მოსიარულე ხაჭაპურის და ჰოთდოგის გამყიდველი ქალები ოთხმაგ ფასად ყიდიან საჭმელს. "წულუკიანის გამოსვლისას დარბაზი შეივსო და კობამაც დრო იხელთა, უკან დაჯდა და ჩუმად ცმაცუნებდა." - აცხადებს სანდო საპარალამენტო წყარო, რომელიც ადრე ივერიონი.კომ.ჯი-ს წყარო იყო. მშიერი ბობოხიძე ჯიქურ მიიჭრა უმრავლესობის მოცმაცუნე წარმომადგენელთან და მისთვის ხაჭაპურის ნახევარის წართმევა განიზრახა. თუმცა დავითაშვილი არ დანებდა და კომიტეტში არნახული ჩხუბი გაიმართა.

წყაროს ცნობით, დაბნეულ მანდატურს ელისო ჩაფიძე მიეხმარა, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს შუაში სახელდახელოდ დაცხობილი, ყველით გაძეძგილი იმერული ხაჭაპური დაუგდო.

ექსპერტი მიშა თავხელიძე დუმს, რადგან ფიქრობს, რომ ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება.

კომენტარები