ნანა კაკაბაძე და გია ყრუაშვილი გეი ჟურნალთან ითანამშრომლებენ

4,844 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 2 აპრილი – ცნობილი ქართველი ჰომოფობები გია ყრუაშვილი და ნანა კაკაბაძე LGBT საზოგადოების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას იცვლიან და ამ ცვლილებას ასეთი ნაბიჯით გააპიარებენ. აწ უკვე LGBT საზოგადოების მეგობრების განცხადებით, ისინი მიხვდნენ, რომ “ამ ქვეყანას ორმაგი სტანდარტები ღუპავს და თუ ადამიანის უფლებების დაცვას ვითხოვთ, ყველა ადამიანის უფლება უნდა დავიცვათ” – დასძინეს მათ.

გია ყრუაშვილი, რომელმაც მაისის აქციების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა (იხ. ვიდეო), ქართული გეი ჟურნალისთვის გაიხდის და ეროტიულ ფოტოსესიას გამართავს.

“მე ვიცი რომ საქართველოში ბევრი ჩემი ხნის მამაკაცი იტანჯება თავისი ორიენტაციის გამო, საზოგადოებრივი ზეწოლის გამო მათ უწევთ ყოველღიურად თამაში, ადამიანთა და საკუთარი თავის მოტყუება, ამ ნაბიჯით მე მინდა მათ ვაგრძნობინო და ვუთხრა, რომ სასირცხილო არაფერი არ არის, დროა ყველა დაქამაუთდეს და იყოს ბედნიერი” – აცხადებს LGBT ადვოკატი ყრუაშვილი. მისივე განცხადებით, თუ საქართველოში Pride Parade ჩატარდება, ის ტყავის ჩოხას ჩაიცვამს, ცისარტყელის დროშას დაიჭერს და ისე გაუძღვება თანამოქალქეებს, რომელთა უფლებებიც ისეთივე უზენაესია, როგორიც ნებისმიერი სხვა ადამიანის.

რაც შეეხება ნანა კაკაბაძეს, ის LGBT ჟურნალში საავტორო სვეტს უხელმძღვანელებს, რომელიც ძირითადად კულინარიას შეეხება. “თავიდან ადამიანის უფლებებზე მინდოდა მეწერა, მაგრამ სჯობს ეს იმან გააკეთოს ვისაც ჩემზე უკეთ ესმის ეს სფერო” - განაცხადა კაკაბაძემ.

კულუარული ინფორმაციის თანახმად, სულ მალე ჟურნალთან თანამშრომლობას დაიწყებს რეზო ამაშუკელიც, თუმცა რა ფორმით, ეს ჯერ უცნობია. ხოლო თუ სანდო წყაროს ვენდობით, გაზეთი ასავალ–დასავალი ფორმატს შეიცვლის და ზეპარტიული გაზეთის ნაცვლად ზესექსუალური გახდება.

კომენტარები