ქართველი ბიზნესმენი პანკრეასის კიბოს "აიკიდებს"

4,391 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 8 ოქტომბერი - ქართველი ბიზნესმენი, რომლის სახელი და გვარი ჯერ არ ხმაურდება, პანკრეასის კიბოს "აკიდებას ჩალიჩობს." გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი სტივ ჯობსმა შთააგონა. "მას შემდეგ, რაც ბატონმა ჯ.-მ სტივ ჯობსის ცხოვრებას გადახედა, დიდი ინსპირაცია მიიღო და გადაწყვიტა ამ გენიალური ადამიანის კვალს შესდგომოდა." - აცხადებს ანონიმური წყარო, რომელიც სავარაუდოდ თვითონ ბიზნესმენია. მისი თქმით, ბიზნესმენს უკვე აქვს iPod-ი, iPad-ი და მაკბუქი და მხოლოდ ბოლო კომპონენტი დარჩა ბოლომდე გასტივჯობსებამდე.

ბიზნესმენის გადაწყვეტილებას ექსპერტები დიდ თავდადებად აფასებენ და თვლიან რომ იშვიათია საქართველოში ასეთი ინოვაციური იდეები. "მოგეხსენებათ, ჯობსმა და სხვა მისნაირმა გენიოსებმა მსოფლიო შეცვალეს, დროა ქართველებმაც აიღონ საკუთარ თავზე ინიციატივა და ასეთ ადამიანებს მიბაძონ." - აცხადებს პიარ-სკოლის დამაარსებელი სოსო გალუმაშვილი.

ზემოთხსენებული ანონიმური წყაროს ცნობით, ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ ის საქართველოს მოსახლეობას შთააგონებს და უქმად ჯდომის ნაცვლად ყველა მისნაირად მოიქცევა.

კომენტარები