სახელმწიფო უცხოეთში სწავლას მხოლოდ ორ სპეციალობაზე დააფინანსებს

3,645 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 30 სექტემბერი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. უცხურ უნივერსიტეტებში სწავლების მსურველებს სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების საშუალება მიეცემათ. პროგრამა ქვეყნის გადარჩენისათვის საჭირო კადრების აღზრდას ემსახურება და მხოლოდ ორი სპეციალობის დაუფლებას დააფინანსებს, ესენია: პროქტოლოგია და არქეოლოგია.

როგორც ჩიტს სამინისტროში განუცხადეს, ხანგრძლივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ორი სპეციალობა დღეს ყველაზე საჭიროა ქვეყნისათვის. "აშკარაა, რომ ერი განიცდის ძალიან დიდ პრობლემებს და ამ პრობლემების ამოსაღებად პროფესიონალები გვჭირდება", - დასძინა დიმიტრი შაშკინმა.

სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს სტუდენტების სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. პროგრამის ხელმძღვანელების თქმით, უკან დაბრუნებული პროფესიონალები უკვე ქართულ სასწავლებლებში დასაქმდებიან და მომავალ პროფესიონალებს ადგილზე მოამზადებენ. "ამის შემდეგ ჩვენი პროქტოლოგიურ-არქეოლოგიური გამოცდილებისა და ცოდნის ექსპორტიც შეგვეძლება", - ამბობენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები