ზესტაფონში მომხდარი ინციდენტი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული

3,697 ნახვა 0 სგ
0 სგ

ზესტაფონი, 17 ივნისი – გუშინ, ტელეკომპანია მაესტროს მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელზეც ზესტაფონში მომხდარი ინციდენტია ასახული, ამავე ინციდენტის ერთ–ერთი მონაწილე ვალერი თელია გამოეხმაურა.

თელიას განცხადებით ჩხუბი გაუგებრობის გამო მოხდა, "ბიჭები დავთვერით, პაჟარნიაში ვსვამდით და სამხედროს ბიჭები და პაჟარნიკები დანაძლევდნენ განსხვავებულის დალევაზე და ამ დროს ჩამოიარა გლობალ TV–ს ხალხმა და გადავწყვიტე, რომ მათი ანტენიდან დამელია, იმათ კიდე პროვოკატორი ვეგონე და დამიწყეს ჭიდაობა." თელიას თქმით, "პაჟარნის ბიჭებმა" თავი ვეღარ გააკონტროლეს და გაწამაწია ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

ექსპერტი მიშა თავხელიძე მოხარულია, რომ საზოგადოებრივი დაპირისპირება გასტრონომიულ საფუძვლებზე იქმნება და არა პოლიტიკურზე, მისი თქმით, ეს წინ გადაგმული ნაბიჯია ქართულ სახელმწიფოებრიობაში.

კომენტარები