ივანიშვილი იაპონურ კორსვორდს ავსებდა

8,123 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 21 თებერვალი - სხვადასხვა ქართული სააგენტოების მიერ გავრცელებული სკანდალური კადრები, რომელშიც ივანიშვილი კალაძეს კალამს სთხოვს არც თუ ისე სკანდალური აღმოჩნდა. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, ის იმ მომენტში იაპონურ კროსვორდს ავსებდა და ლურჯმელნიანი "პასტა" სჭირდებოდა.

"მე შავი პასტა დამაქვს სულ, იაპონურ კროსვორდში კიდე საბოლოო შედეგის ლამაზად წარმოჩენის მიზნით საჭიროა სხვადასხვა ფერის მელნის გამოყენება" - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე განცხადებით მან "წარმატებით შეავსო კროსვორდი."

ჩიტისთვის უცნობია რა ნახატი შერჩა პრემიერს ხელში კროსვორდის დასრულების შემდეგ, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ქართული მედია ივანიშვილის ნაგავში იქექება და მალე აღმოაჩენს გადაგდებულ გაზეთს, რის შემდეგაც შედეგს მთელი ერი ვიხილავთ.

აღნიშნულის გამო გაყიდვების სტრატეგია შეცვალა გაზეთმა ასავალ-დასავალმა, ზეპარტიული გაზეთის მომავალი ნომერი მთლიანად იაპონური კროსვორდები იქნება, რომელთა გაფერადების შედეგადაც რეზო ამაშუკელის, ვალერი გელბახიანისა და სოსო ჯაჭვლიანის პორტრეტებს მიიღებთ. უცვლელად მხოლოდ ბერი პაისის წინასწარმეტყველებები დაიბეჭდება. გაზეთის რედაქტორის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ამ ხრიკით საბოლოოდ მოიზიდავს ოდნავ მაღალი ინტელექტის მქონე მკითხველებს.

სოციო-კულტურული მეინსტრიმის ჰორიზონტალურად მესამე, შვიდი ასო, შუაში ი, ჰ და ა, შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი მთლიანად აქარწყლებს მითს იმის შესახებ რომ ივანიშვილი დებილია.

კომენტარები