ახალგაზრდა ფანი ბაჩო ახალაიას რეაქციით გულდაწყვეტილია

5,209 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 20 თებერვალი - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას პროცესი მიმდინარეობს.  დარბაზში შემოსვლისას ბაჩო ახალაიას ფანების არმია ტაშით შეხვდა, თუმცა კუმირისიგან შესაბამისი რეაქცია ვერ მიიღეს, რამაც ზოგიერთი მათგანი გაანაწყენა.

ახალაიამ გულშემატკივრებს ზეზეულად გადახედა და თავის ადვოკატთან კონსულტაციას მიჰყო ხელი. აღნიშნული ფაქტი იგნორირებად შეაფასა ჟურნალმა "რეიტინგმა."

იგნორირებულ ფანთა ნაწილმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რამაც ახალაიას მხარდამჭერი ფლეშმობის ჩაშლა გამოიწვია.

"ბისზეც კი არ გამოვიდა" - განაცხადა განაწყენებულმა ფანმა, რომელიც არც "ბექსთეიჯზე" შეუშვეს.

სოციო-კულტურული მეინსტრიმის მეთ დეიმონი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია ყოველთვის ასე ექცეოდა მის ფანებს. "ისიც არ გამიკვირდებოდა, ვაშლი რომ მათ თვალწინ გაეთალა." - დასძინა რამიშვილმა.

კომენტარები