Facebook-ზე ჩიტის ოფიციალურ პეიჯზე გაეშვა ახალი რუბრიკა ჩი-ტისკი. "ჩი-ტისკი" Stand up კომედიის ერთ-ერთი ჟანრის "Roast"-ის ონლაინ ადაპტაციაა. რუბრიკის ფარგლებში ყოველკვირეულად ავირჩევთ ერთ ცნობილ ადამიანს, რომელიც ყველაზე აქტუალური ტიპი იქნება იმ მომენტისათვის და ყველანი ერთად დავწერთ მასზე ხუმრობებს.
• ფორმატი: "გატისკვის" დროს არ არსებობს საზღვრები და ფარგლები, ხუმრობა "მოსულა" ყველაფერზე, გარეგნობაზე, პიროვნულ თვისებებზე, წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე, ოჯახზე, უბედურებაზე, ბედნიერბაზე და მოკლედ, ყველაფერზე.
• არ არსებობს არანაირი ცენზურა - იკრძალება მხოლოდ უცენზურო რეპლიკები: "აუუუ, ეს მაგარი სირია!" "მაგარი *ლეა!" "ამის დდშვც!" და ა.შ. (ასეთი კომენტები წაიშლება) თუ თვლით, რომ კონკრეტული ადამიანი სირია, მაშინ სხარტი და სახუმარო "ახსნაც" უნდა მოაყოლოთ.
ხუმრობები უნდა იყოს სხარტი, მტკივნეული, ირონიული, ცინიკური და სასაცილო!
ჩი-ტისკის პირველი მსხვერპლი კახა კალაძე იყო. პეიჯის მომხმარებლები აქტიურად ჩაერთენ ახალ რუბრიკაში და კალაძის შესახებ 200-მდე ხუმრობა დაიწერა.
გთავაზობთ მათ შორის საუკეთესოებს:
- ქეცბაია: "კალაძე აიყვანეთ ვინმემ" - შოთიკო მესხი
- კალაძემ არჩევნებში მეტოქეს მისცა ხმა, ორჯერ - რადკო კოვაჩი
- კალაძის ბაბუა საბჭოთა პარტიზანი იყო და იმდენი მტერი დახოცა, რომ ბოლოს ობერშტურმანფიურერობა მისცეს - დავიდ ნარ
- კალაძე პოკერში დაფოლდებულზე აოლინებს - რევაზ ბარამიძე
- რაც სიის პირველი ნომერი გახდა, თავი მეკარე გონია - ირაკლი საღინაძე
- იტალიასთან თამაშის წინ კალაძე: "სამწუხაროდ საქართველოს ნაკრების მეკარე საუკეთესო ფორმაშია!" - თენგო ადამია
- კალაძემ არჩევნების მერე მოწინააღმდეგეს საროჩკა გაუცვალა. - გიორგი უჯმაჯურიძე
- კალაძეს რო არმაგედონში ეთამაშა ბომბს დედამიწაში ჩარგავდა - დავიდ ნარ
ჩიტის ხუმრობები კალაძეზე:
- კალაძე რო ნარდს თამაშობს, ქვებს მოწინააღმდეგის კარში აგროვებს
- კალაძის დაგებული გზით თბილისიდან რო გადიხარ, თბილისში შემოდიხარ.
- კალაძე ჩიტის პეიჯზე შემოვიდა და თავის თავზე მაგარი ცუდი ხუმრობა დაწერა.
- კალაძეს კოლუმბიის ნაკრებთან თამაშისას, მოწინააღმდეგე მეკარემ დაუძახა: ჩემს კარში გეიტანე, ჩემს კარში!
- კალაძეს სკოლაში მშობელი თავისი ინიციატივით მოჰყავდა ხოლმე.
- კალაძემ ძერას ესროლა და მარინე ფერაძე მოკლა.
- კალაძე პირველ ღამეს თვითონ დაფეხმძიმდა.
მთლიანი ჩი-ტისკის ნახვა და სხვა ხუმრობების წაკითხვა შეგიძლიათ აქ