ნიკა გვარამია პატრულმა დააჯარიმა

6,250 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 30 მაისი - გუშინ გვიან ღამით თბილისის საპატრულო პოლიციამ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გვარამია დააჯარიმა.

პატრულ ინსპექტორი ჯიმშერ გალდავას განცხადებით, მოქალაქე ნიკოლოზ გვარამია, გაჩერების მომენტში მცირედი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. "მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა რომ ჯამში ერთი ბოთლი ღვინოც არ აქვს დალეული და ალკოტესტის გამართულობაში ეჭვი შეიტანა, ვინაიდან მისი სიტყვები თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავდა, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დაგვეჯარიმებინა განსხვავებული ჯამით, სადაც ზუსტად ერთი ბოთლი ღვინო ეტევა, მოქალაქე გვარამიამ სამშობლოს სადღეგრძელო თქვა და ჯამი სულმოუთქმელად გამოცალა. გავითვალისწინეთ რა მისი წარსული და კრიმინალური მოზგის სტატუსი, ჩვენ ტყუილის თქმის ყველა გზა მოვუჭერით, ახლა ის ვეღარასოდეს იტყვის ვერც პირდაპირი და ვერც გადატანითი მნიშვნელობით რომ ჯამში ერთი ბოთლი ღვინოც არ აქვს დალეული." - დასძინა გალდავამ.

როგორც პატრულის კაპიტანი ამბობს ეკიპაჟმა ნიკა გვარამიას სახლამდე უსაფრთხოდ მიყვანა უზრუნველჰყო და გზა უკან ღიღინით გააგრძელა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის არ ელოდა, რომ ნიკა გვარამიასგან ასეთი დამოკიდებულება იქნებოდა, "თუმცა ჩვენ გაგვაჩნია დიპლომატიური ბერკეტები ამ საკითხის მოსაგვარებლად." - განაცხადა პრემიერმა და მერიქიფეს შესძახა.

*სპეციალურად ჩიტისთვის, რუსთავი 2-ში ჩანერგილი ჟურნალისტი.

კომენტარები