რობიკო სტურუას დანიშვნით მოსკოვური თეატრი უფრო პოპულარული გახდა

4,353 ნახვა 0 სგ
0 სგ

მოსკოვი, რუსეთი, 2011 წელი - მას შემდეგ რაც, ცნობილი ქართველი რეჟისორი, რობერტ სტურუა, მოსკოვის თეატრ “Et Cetera”-ში მთავარ რეჟისორად დაინიშნა, თეატრის ყველა სპექტაკლი ანშლაგით ტარდება.

მაყურებლებში ძირითადად ახლაგაზდები შეინიშნებიან. “Et Cetera”-ს მოლარის, ანატოლი ქსენოფონტიჩ შჩასტილივოვის განცხადებით, ახალგაზრდები ძირითადად მოსკოვის სპარტაკის ფანები, ახალგაზრდა სკინჰედები და ნეო-ნაცისტები არიან. “ძალიან მიხარია, რომ ბატონი რობერტი ჩვენი თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა. ჩვენ ახლა შეგვიძლია კულტურულად ამაღლებული ექსტრემისტები გამოვზარდოთ.” - განაცხადა შჩასტლივოვმა.

ჩიტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდებს თავიდან პრობლემა ჰქონდათ რობიკოს, როგორც ქართველის მიმართ, მაგრამ “ლდპრ”-ის წევრის, სერგეი აბელცევის განცხადებით, ქსენოფობიას და ფაშიზმს ეროვნება არ აქვს, შესაბამისად ისინი მიესალმებიან რობიკოს მათ რიგებში ჩაწერას.

კულუარული ინფორმაციით რობერტ სტურუაზე ფილმის გადაღებას ნიკიტა მიხალკოვი აპირებს. “მის სადიდებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ!” აცხადებს რეჟისორი.

კომენტარები