საპატრიარქომ ქველმოქმედება დააპატენტა

7,196 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 14 ნოემბერი - დღეს საქართველოს ეროვნულ საპატენტო ბიუროში საქართველოს საპატრიარქოს განცხადება შევიდა ქველმოქმედების დაპატენტების თაობაზე. განაცხადი ეკლესიის სახელით პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა შეიტანა. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო დღემდე არაოფიციალურად ფლობდა ლიცენზიას სიკეთის კეთებაზე და ათასგვარი გადაჯიშებული ადამიანები ქველ საქმეებს მათი გვერდის ავლით აკეთებდნენ. დღეიდან სიკეთის კეთება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის შედეგად იქნება დაშვებული.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ წამოწყებული ქველმოქმედება გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ გადაჯიშებულ და ღვთის პირიდან გადავარდნილი ორგანიზაციის წარმომადგენლები ხალხს სიკეთეს უკანონოდ ახვევდნენ თავს. ორგანიზაციის ინიციატივა უსახლკაროთა გაყინვისაგან გადარჩენისა და მათი დროულად დაბინავების შესახებ, ღვთისა და ერის ნებით დროულად აღკვეთა საპატრიარქომ.
"თუ ვინმეს ამ ხალხის დახმარება უნდა, ჯერ პატენტის მფლობელთან უნდა აიღოს შესაბამისი ნებართვა." განაცხადა მამა მიქაელმა.

ქველმოქმედების ლიცენზია ფასიანია და 25 ლარი ღირს. თანხის დაფარვის შემდეგ თქვენ გადმოგეცემათ ბოლნური გულის სტიკერი წარწერით: "მე მიყვარს ქველმოქმედება!" სტიკერი მარჯვენა ხელზე უნდა დაიკრათ, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენი ხელი ღმრთის საქმეს ემსახურება.

როგორც სტიკერის ინსტრუქციაში წერია, მისი დაკვრის შემდეგ თქვენ თავისუფლად შეგეძლებათ დედის ტრაკი დაახუროთ თავზე ყველას, ვინც ფეისბუქზე პატრიარქზე და ეკლესიაზე რამე ცუდს იტყვის. "ესეც სიკეთეა!" განაცხადეს საპატრიარქოში.

ფეისბუქზე "მე მიყვარს ჩემი პატრიარქის" გვერდიდან სურათის გაზიარებაც ამ ლიცენზიის შესაბამისად დარეგულირდება. როგორც მოგეხსენებათ, ყოველ გაზიარებულ სურათზე ერთი უსახლკარო ადამიანი თბება, სადაც არ უნდა იყოს და როგორაც არ უნდა ციოდეს. შესაბამისად, თუ ამ საქველმოქმედო აქციაში გინდათ ჩაბმა, ლიცენზიის ელექტრონული ვერსია უნდა გამოიყენოთ. ელექტრონული ლიცენზიის შემთხვევაში ბოლნური ჯვრის ავატარი მეილზე გადმოგეგზავნებათ და ის პროფილის სურათად უნდა დაიყენოთ.

ქველმოქმედების ჩადენა ლიცენზიის გარეშე დაისჯება ჯარიმით ლიცენზიანტის სასარგებლოდ. როგორც საპატრიარქოში განგვიცხადეს ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს ვისოლის ბენზოგასამართ სადგურებზე შეეძლებათ.

ლიცენზიის გაცემასთან ერთად აღირიცხება თქვენ მიერ უკვე გაკეთებული ყველა სიკეთე, მათ შორის მამაოსთვის ჯიპების ჩუქება ან ეკლესიის აშენება. თუ წარსულში ასეთი დიდი სიკეთე გაქვთ გაკეთებული სალიცენზიო ჯარიმა არ დაგადგებათ, ხოლო თუ იერუსალიმის ტაძარში მისული ვიღაც გულწრფელი ქვრივივით ორი კინკილა სპილენძის მონეტა გაიმეტეთ ეკლესიისთვის, მაშინ თქვენს თავს დააბრალეთ!

უვადო და ულიმიტო ლიცენზია უკვე გადაეცა ლევან ვასაძეს, რომელსაც ახლა უკვე ლეგიტმურად შეეძლება არჩინოს მეფის ოჯახი და თავად-აზნაურები. ან იყიდოს კუნძული და იქ გადასახლდეს მათთან ერთად და შექმნას გაბრწინებული ივერიის მინი მოდელი.

კომენტარები