თბილისი, 16 ივნისი – საქართველოს კონტროლის პალატამ აშშ–ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის 2 მილიარდი ლარით დააჯარიმა.
ობამას ადმინისტრაციის მიერ ახალგაზრდა არალეგალი ემიგრანტების ამნისტია ნათია მოგელაძის სტრუქტურამ ამომრჩეველთა მოსყიდვად ჩათვალა და კარგი ცხოვრებისა და მუშაობის უფლება 2 მილიარდ ლარად შეაფასა.
"ჩვენთან შემოვიდა მით რომნისა და რესპუბლიკური პარტიის საჩივარი, რომელიც ეხებოდა აშშ–ს პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსით ამომრჩეველთა მოსყიდვას" – ნათქვამია კონტროლის პალატის ოფიციალურ განცხადებაში.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჰილარი კლინტონი, "მე შეშფოთებული ვარ! ჩვენი მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებს, შევუქმნათ ახალგაზრდა ემიგრანტებს 24 საათიანი და უწყვეტი კომფორტი, ჩემთვის გაუგებარია რა მოსყიდვაზეა საუბარი." – განაცხადა მან.
ქართველი ექსპერტის, მიშა თავხელიძის განცხადებით, ეს მოვლენა ხაზს უსვამს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციას. "შევარდნაძის დროს ჩვენ ხაშურის გამგებელსაც ვერ ვაჯარიმებდით, ახლა კი მსოფლიოს ვატრიალებთ." – დასძინა ექსპერტმა.