იმედი: „ყველაფერი ნოდარ მელაძის ბრალია“

8,820 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 9 აგვისტო – დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც იმედის ჟურნალისტი ქეთი ქაშაკაშვილი სააგენტო GHN–ის მასალაზე დაყრდნობით რუსეთის აგრესიას “ლეგალურს” უწოდებს, იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე გამოეხმაურა. კირვალიძის განცხადებით, შეცდომა რომელიც პირდაპირ ეთერში გაიპარა, ნოდარ მელაძის ბრალია. “ყველაფერი არის ნოდარ მელაძის ბრალი, იმიტომ რომ ის არის ნოდარ მელაძე – როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით” – განაცხადა კირვალიძემ.

ქეთი ქაშაკაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა “ქრონიკის” გუნდი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტს მალე დააბრუნებენ სამსახურში და მის ნაცვლად ნოდარ მელაძეს გაუშვებენ. “ძნელია არ დაიბნე, როდესაც ‘ყურში’ მოლაპარაკე ნოდარ მელაძის (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) ხმა გესმის” – აცხადებენ იმედში.

“100 გრადუსი ცელსიუსის” ყოფილ წამყვანს სავარაუდოდ ალისტრახოს გუნდში გადაიყვანენ, რადგან მედია ექსპერტების აზრით, მისი ადგილი სწორედ იქ არის.

კომენტარები