დასაქმებული გოგონა დათრგუნულია

7,707 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი, 26 ივლისი - ადგილობრივი დასაქმებული გოგონა, რომელიც თავისუფალ დროს ინტერნეტში ატარებს დათრგუნულია. კარიერული კიბის საწყისზე მყოფი პრესპექტიული ახალგაზრდა უსაქმურმა ადამიანებმა დეპრესიის პირას მიიყვანეს და ახლა მის რეაბილიტაციის პროეცესს მისი დამსაქმებელის მიერ დაქირავებული ფსიქოლოგი იწყებს. "არ ვიცი რა ვქნა! ძალიან ცუდად ვარ!" აცხადებს გოგონა Facebook სტატუსის საშუალებით, რომელიც მან ლანჩზე გასვლის წინ გამოაქვეყნა.

როგორც ჩიტმა გაარკვია, გოგონა ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა უსაქმურ ადამიანებს მოუწოდებდა უაზრო კომენტარებისა და სტატუსების წერის ნაცვლად საქმით დაკავებულიყვნენ - "საქმე არ გაქვთ თქვენ?" წერდა ის მაღალფარდოვნად. ერთ-ერთი ასეთი დისკუსიის დროს, ჯერ კიდევ გაურკვეველმა პიროვნებამ დედას სიხარულს უხეშად მიმართა, "აუ, გოგო, შენ თუ გაქვს საქმე, გააჯვი და გააკეთე რა!"

როგორც დასაქმებული და პერსექტიული ახალგაზრდა, აცხადებს ასეთი რამ მისი კარიერის განმავლობაში არავის უკადრებია და ეს ნამდვილი შოკი იყო. "შეიძლება ითქვას მთელი ოცნებები დამენგრა!" წერს გოგონა დეპრესიულ ფოტოზე, რომელიც მან ტანკლი ტუნკლი ტანკლებიდან გადააშეარა. როგორც გოგონასთან დაახლოებული პირები ამბობენ, ის დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა სამსახურის შოვნას, რათა თანატოლებისთვის სუფთა ნამუსით მოეწოდებინა საქმით დაკავება და როდესაც მან მიზანს მიაღწია და კარიერულ კიბეზე აღმასვლა დაიწყო, ასეთი უბედურება დაატყდა თავს.

ამ პრეცედენტის შექმნის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ნიჭიერი ბიჭუნა, რომელიც სხვადასხვა უნიჭო ადამიანებს უკომენტარებს ხოლმე რომ ისინი უნიჭოები არიან და 100 ფანტაზიის მქონე გოგონა, რომელიც უფანტაზიო ადამიანებს მიანიშნებს, რომ მათ "0 ფანტაზია აქვთ." ინტერნეტის ბონი და კლაიდად წოდებული ეს წყვილი შიშობს, რომ შესაძლებელია ისინიც ძალიან მალე გაუშვან "ნახუიზე" თუ შესაბამისი ორგანოები საჭირო ღონისძიებებს არ გაატარებენ.

კომენტარები