"გუდვილის" ობერმარკეტინგ ფიურერი რებრენდიგზე საუბრობს

4,794 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - გუდვილის მარკეტინგ-ფიურერი, ფაშისტურ გაზეთ "ასავალ-დასავალში" განთავსებული რეკლამის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს გუდვილის რებრენდინგის დასაწყისია. "ჰეილ! ჩვენი ჰიპერმარკეტის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება." დასძინა ანანო გებელსაშვილმა, რომელიც მისდა საბედნიეროდ ბუნებრივად ქერაა. "ქართული პრესის ყველაზე პოპულარული გაზეთით ჩვენ გვინდა კარი გავუღოთ ჩვენთვის სასურველ სეგმენტს, სუფთა სისხლის ქართველებს, არიული რასის ყველაზე სასიქადულო წარმომადგენლებს."

მისი თქმით, გუდვილის შესასვლელში სპეციალური აპარატებს დააყენებენ, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიაა და უკონტაქტოდ შეუძლია ამოიცნოს გვარგადაკეთებული სომხები, ებრაელები, ათეისტები, საბას პრემიის ლაურეატები, გეები, იაღოველები, ნაციონალები და არათბილისელები. აღნიშნული ტექნოლოგიით ჰიპერმარკეტი თავის სივრცეში მხოლოდ ზეადამიანებს შეუშვებს და უზრუნველჰყოფს მათ კომფორტულ შოფინგს.

"ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი საცხობი მუშაობს პირდაპირ აუშვიციდან გადმოყვანილ გაზზე და ვიღაც თათრებისა და ყაზახების მოწოდებულ დაბინძურებულ გაზს ჩვენს კლიენტებს არ ვაკადრებთ." აცხადებს გუდვილ-იუნგენდის ოფიცერი, ქერა, ცისფერთვალება, ათლეტური აღნაგობის ბიჭუნა.

კომენტარები