ტარიელ ონიანი: "კუთხური შოვინიზმი არასწორია"

13,910 ნახვა 0 სგ
0 სგ

მატროსკაია წიშინა, 3 აპრილი - ცნობილი ქუთაისელი ქურდი ტარიელ ონიანი გია ხუხაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპერტის საქციელი არაქურდულია. "ის კუთხური შოვინიზმი, რომელიც ხუხამ შემოგვთავაზა, მარტივად რომ ვთქვა, არაქურდულია." განაცხადა ონიანმა.  ქურდის გაღიზიანება ხუხაშვილის მიერ ტელეკომპანია მაესტროში გაკეთებულ ამ განცხადებას მოჰყვა:

ონიანის განცხადებით, მან უკვე გააგზავნა ქსივა სხვა ექსპერტებთან და ხუხაშვილის საქციელი კონფლიქტის ქვეშ დააყენა. შეუჩერდება თუ არა ხუხაშვილს ექსპერტის წოდება ამას მოგვიანებით გავიგებთ. ხუხას შანსები ძალიან მცირეა, რადგან მისი განცხადებით არც რუსთაველი ავტორიტეტი ლაშა შუშანაშვილია კმაყოფილი.

ჩიტი შეეცადა პოპულარულ და ქართველთათვის ყველაზე საყვარელ ქურდს, რამაზ ჯინჭარაძეს, დაკავშირებოდა თბილისური კომენტარისთვის, თუმცა, ის, როგორც ქსნის - ასევე მომსახურების ზონიდან აღმოჩნდა გასული.

კომენტარები