საქართველოს უროლოგთა კავშირი პრესკონფერენციას მართავს

2,491 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 9 მაისი - საქართველოს უროლოგთა კავშირმა "ჟურნალისტთა სახლში" სიმბოლური პრესკონფერენცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გიორგი გაბედავას მიმართ დღეს აგორებულ შავ პიარს გამოეხმაურა. კავშირის თავმჯდომარე ქართლოს დიდავას განცხადებით, დღეს საქართველოში მკვეთრად ირღვევა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებები. "საგანგაშო სიტუაციაა!" განაცხადა დიდავამ. გიორგი გაბედავა ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 17 მაისის აქციის დაშლისაკენ მოუწოდა ჯიგრიან ქართველებს. მისი ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში უფლებადამცველს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. როგორც უროლოგთა კავშირის წევრები აცხადებენ, გიორგი გაბედავა დათრგუნულია და ადგომა უჭირს.

"ჩვენი ქვეყანა უნიკალურია, ერთ კვადრატულ მეტრზე ამდენი სხვა ქვეყანაში არ არის, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანებს!" დასძინა დიდავამ.

პრესკონფერენციისას ადგილი ჰქონდა შელაპარაკებასაც, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დიდავას "ფალოსი" უწოდა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. აღნიშნულმა რეპლიკამ უროლოგთა გაღიზიანება გამოიწვია და ჟურნალისტს ბნელი უწოდეს. "თქვენ ახლა ისე მოგდით, LGBT უფლებადამცველები და მხარდამჭერები ხალხს რომ თვითონაც გეები ჰგონიათო."

ჩიტის რედაქცია უერთდება უროლოგთა კავშირის მოთხოვნას შეწყდეს ზეწოლა გიორგი გაბედავაზე და გმობს ამ ადამიანის მიმართ მიმართულ დამცინავ და ცინიკურ გამოსვლებსა და გამონათქვამებს, მათ შორის ამ სტატიასაც!

კომენტარები