ქუთაისი - საქართველოს ნაკრების კაპიტანი, დნეპროპეტროვსკის დნიპროს ფეხბურთელი კაბა კანკავა, უკრაინაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
3 აპრილს, პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანკავას კანდიდატურას და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯაბა საქართველოს და უკრაინის გმირია, შესაბამისად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სწორედ ჯაბაზე უნდა უნდა გადიოდეს. კანკავამ დნიპროსა და კიევის დინამოს შორის გამართულ შეხვედრაზე, დინამოს კაპიტანს, ოლეგ გუსევს სასწრაფოდ აღმოუჩინა პირველადი დახმარება, რის გამოც ის უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობამ გმირად აღიარა.
"გარდა ამ შემთხვევისა კანკავა მოედნის გარეთაც ნამდვილი გმირია." - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, კანკავას ერთხელაც არ წაუბილწავს ქართულ უკრაინული ურთიერთობები. "ის ყველა უკრაინელ გოგონას დასავით უყურებს." - დასძინა ფანჯიკიძემ.
კანკავას კანდიდატურისთვის ხმა არ მიუცია სოსო ჯაჭვლიანს, რომელმაც კენჭისყრაზე თავი შეიკავა. როგორც მან ჩიტს განუცხადა, ის ჯერ კიდევ არკვევს კანკავას რამე შეურაცხყოფა ხო არ მიუყენებია სვანებისთვის. "პირდაპირ ასე დაწერეთ! ხმამაღლა ვაცხადებ! კანკავას ერთი სვანი მეკარისთვის თუ მაინც აქვს გოლი გატანილი, სულ გუსინს ვურტყამ სახეში." - განაცხადა ჯაჭვლიანმა.