სოფელ დიცის მოსახლეობა პრემიერს დახმარებას სთხოვს

3,776 ნახვა 0 სგ
0 სგ

დიცი, 30 მაისი - ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლის მოსახლეობა საქართველოს პრემიერ და რეინტეგრაციის მინისტრებს დახმარებას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საოკუპაციო ხაზი 300 მეტრით გადმოსწიეს და აღნიშნული დასახლებისა და მთელი საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო შეავიწროვეს. გუშინ გვიან ღამით ოკუპანტებმა ადგილობრივი მამაკაცი დააკავეს.

სოფელი დიცის მოსახლეობის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ეს არ აკმარეს და ოკუპირებული ზონის გადმოწეულ საზღვართან სიგარეტის მოწევა დაიწყეს. "ისინი დგანან და პროვოკაციულად იქცევიან, პირდაპირ სამშობლოში გვაბოლებენ! მოვითხოვთ, რომ პრემიერმა და მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს!" - აცხადებენ დიცის მოსახლეები.

ბიძინა ივანიშვილი მსწრაფლ გამოეხმაურა აღნიშნულ პროვოკაციას და დასძინა, რომ მას არ ეგონა რუსეთისგან ასეთი დამოკიდებულება თუ იქნებოდა. "სიგარეტის მოწევის გამო ომს ვერ დავიწყებთ, მაგრამ სოფელი დიცის მოსახლეობას ვპირდებით, რომ საზღვართან გამწოვებს დავამონტაჟებთ და მათ თამბაქო აღარ შეაწუხებთ." განაცხადა ივანიშვილმა და იქვე იმედოვნა, რომ რუსეთი ამას პროვოკაციად არ შეაფასებს და გამწოვების დამონტაჟებაში მძინარე ცხინვალის გაწოვის საფრთხეს არ დაინახავს.

კომენტარები