სასწრაფოდ: ქართველი ახალგაზრდა უკვე ორი საათია ყლესავით ზის და სივრცეში იყურება!

4,744 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აქამდე თანატოლებს შორის დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა და ეგონა, რომ რაც კარგები ვიყავით ქართველები ვიყავით შოკში ჩავარდა და თვითმხილველის თქმით: "ყლესავით ზის და სივრცეში იყურება." როგორც გამოყლევებულის მეგობრებმა ჩიტს აცნობეს, მისი ეს მდგომარეობა იდეალების მსხვრევითაა გამოწვეული.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდამ რამდენიმე საათის წინ გააცნობიერა, რომ ქართველთა ტოლერანტულობა მხოლოდ მითია. "რესტორანში ვიყავით ბიჭები, რა დროსაც ის ფეხზე იდგა და ქართველთა ტოლერანტულობის შესახებ ამბობდა სადღეგრძელოს. როგორი შემწყნარებლები ვართ, როგორ გვიყვარს სხვა ერები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები, როგორ დგას ერთ ქუჩაზე ეკლესია, სიანგოგა და მეჩეთი და ა.შ."

სადღეგრძელოს თქმის მომენტში, ახალგაზრდის თანამეინახემ გვერდით მაგიდაზე რამდენიმე შავკანიანს მოჰკრა თვალი და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკა ისროლა. "ფუ, მალე ეს დედამოტყნულები გაგვყრიან ამ ქვეყნიდან და ქართველი აღარ დარჩება!" თვითმხილველთა თქმით ქართველ ახალგაზრდას, რომელიც ამ დროს ტოლერანტობაზე საუბრობდა გაეცინა და თავის თანამეინახეს დაეთანხმა კიდეც. თუმცა, რამდენიმე წუთში თანამესუფრეებმა შენიშნეს, რომ ის ღრმად იყო ჩაფიქრებული.

როგორც სანდო წყარო ჩიტს ატყობინებს, ახალგაზრდამ უცებ გაანალიზა, რომ 600 000 თურქ-სელჩუკის წინ მდგარი ერი ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მტერს ფეხ-ქვეშ ეგებოდა და იქამდეც კი მივიდა, რომ მის დროშას დედაქალაქის მთავარ მოედანზე აფრიალებს. "მერე ისიც გაახსენდა, ქართველები რომ ტყვეებად და მონებად ყიდიდნენ ერთმანეთს და ეგეთი რამეები რა." - აცხადებს წყარო.

როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, ახალგაზრდა ასეთ მდგომარეობაში იმის გაანალიზებამ ჩააგდო, რომ ქართველებმა ქართველობა უკვე დიდი ხნის წინ დაკარგეს და ახლა რასაც ქართველობას უწოდებენ და რისი დაკარგვაც არ უნდათ ერთი დიდი ტყუილია.

ფაქტს გამოეხმაურა გაზეთი "ასავალ-დასავალი," ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და ნინო ბურჯანაძე, რომლებმაც მთავრობას სასწრაფო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მალე პეტიციაზე ხელის მოწერების აგროვებაც დაიწყება. "ჩვენ არ უნდა დავუშვათ ახალგაზრდების მიერ იმის აღმოჩენა, რომ ის რაც მათ ქართველობა ჰგონიათ ქართველობა არ არის! წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მითიურ და ხელიხელ ნაგოგმანებ, 200 წლის განმავლობაში ნაკოწიწებ იდენტობას დავკარგავთ!" - განმარტავს ბურჯანაძე.

კომენტარები