იყიდება საქართველო

3,154 ნახვა 2 სგ
2 სგ

ინტერნეტი, 16 სექტემბერი – დღეს, ცნობილ ამერიკულ ონლაინ-აუქციონზე ebay გასაყიდად საქართველო გამოიტანეს. როგორც ჩიტმა გაარკვია საქართველოს წმ. მარიამი ჰყიდის. ღვთისშმობლის წილხვედრი ქვეყნის ფასი სიმბოლურია და 1 დოლარიდან იწყება, ხოლო მისი ერთბაშად, აუქციონის გარეშე გამოსყიდვა ანუ Buy out 70 დოლარი ღირს.

აუქციონზე ჯერ-ჯერობით რამდენიმე შეთავაზება ანუ Bid-ია შესული, როგორც ჩანაწერებიდან ჩანს ერთმანეთს წმ. პატრიკი და ლუციფერი ედავებიან. ირლანდიელ წმინდანთან დაკავშირება ჯერ-ჯერობით არ ხერხდება, ხოლო ჯოჯოხეთის წარმომადგენელი საქართველოში, კახა ბენდუქიძე აცხადებს, რომ ლუციფერს საქართველო სულების საბადოდ მიაჩნია. “იგი ჩვენში უდიდეს პონტეციალს ხედავს. ერთ კვადრატულ მეტრზე ამდენი ამპარტავნების ცოდვა სხვაგან არ ფიქსირდება,” განაცხადა იუდამ.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, სულ მალე აუქციონში 100 000 ქართველი მოწამეც ჩაერთვება. ისინი ჯერ-ჯერობით საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ – ლარ-ლარს კრებენ და საკმარისი თანხის შეგროვების შემთხვევაში საქართველოს გამოისყიდიან.

საქართველოში სამოთხის არაოფიციალური წარმომადგენელი, ავთანდილ უნგიაძე, აცხადებს, რომ 100 000 მოწამეს განსაკუთრებით გულშემატკივრობენ ქართველი მართლმადიდებლები. “იმედი გვაქვს ისევ ქართველებს დარჩებათ საქართველო. ირლანდიელს და ლუციფერს კიდე აიტანს კაცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ სომხებიც გააქტიურდნენ ამ ასპარეზზე და შუშანიკს სერიოზული თანხა გადაურიცხეს.”

ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გადააწყვეტინა მარიამს საქართველოს გაყიდვა. სხვადასხვა ექსპერტების აზრით ამის მიზეზი ან სამოთხეში გამეფებული ეკონომიკური კრიზისი უნდა იყოს ან ქართველთა გაზრდილი ამბიციები, რომელსაც ღვთისმშობლის კალთა ვეღარ იტევს.

კომენტარები