ბრიუსელი, 14 ნოემბერი - დღეს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდა. ივანიშვილი რასმუსენს კაბინეტთან თითქმის ნახევარი საათი ელოდა და რიგში მეცამეტე გახლდათ. ივანიშვილთან ერთად რიგში იდგნენ მისი პირადი ასტროლოგი, გრძნეული და ალქიმიკოსი, რომლებიც პრემიერს გათვალვისგან იცავდნენ.
"რიგში მეცამეტე ნომრად ყოფნა სააკაშვილისა და მისი კუდიანების კიდევ ერთი მახეა." - აცხადებს თეთრი მაგი, რომელიც თავისი სახელის გამხელისაგან თავს იკავებს. ნატოს გენერალური მდივანის კაბინეტის კართან ქართველი პრემიერი ლოტუსის პოზაში მჯდარი ელოდებოდა თავის რიგს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ივანიშვილს თავს სახარებას კითხულობნენ.
როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, პირადი გრძნეულის რეკომენდაციით ბიძინა ივანიშვილმა მოლაპარაკებაზე ცერცვის მარცვალიც შეიტანა, რომელიც მას მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში დაეხმარება.
კაბინეტში შესვლამდე პრემიერი სამჯერ დაატრიალეს, სამჯერ გადააფურთხებინეს, პალმის რტოებით სიმბოლურად სცემეს, აგარის შაქარი მოაყარეს, სამჯერ სცეს თაყვანი, გუნდრუკი უკმიეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჯაშის დაწერილი ლექსი წაუკითხეს (პაუზების გარეშე), თმიდან სამი ღერი ამოგლიჯეს, წამწამები აუპრიხეს, სუფთა თეთრეული და წინდები ჩააცვეს, დაბანეს, გაპარსეს, ღრმად ამოასუნთქეს, კისერზე წურბელები დაასვეს და წნევა დააგდებინეს, 100 გრამი ჩაარტყმევინეს, ფეხქვეშ ბზა და ვარდის ფურცლები დაუგეს, კორიდორი გაუკეთეს და ჩუმი ტაშით შეაცილეს.
ქართული სოციო-კულტურული მეინსტრიმის ლელა კაკულია შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ თუ ევროპა გვინდა სააკაშვილის ჯადოების მოსახსნელად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.