ალექსანდრე ჭიკაიძე: "მოფუჭებული კაი ბიჭები კარგ პოლიციელებად იქცევიან ხოლმე!"

11,670 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 24 დეკემბერი - შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოთარ ფარცხალაძის გარშემო აგორებულ კრიმინალურ სკანდალს ეხმაურება. როგორც შს მინისტრი აცხადებს, ფარცხალაძე უაღრესად კარგი სპეციალისტი და თავისი ქვეყნის პატრიოტია. "პატრიოტი, რომ არ იყოს გერმანიიდან აქ ჩამოვიდოდა? იქნებოდა იქ თავისთვის და ფეისბუქზე დაგვარიგებდა როგორ უნდა გვეშენებინა ქვეყანა. სამაგიეროდ ახლა ის აქ არის და მონაწილეობს სამართლიანობის აღდგენის პროცესში!" - დასძინა ჭიკაიძემ.

მინისტრი განმარტავს, რომ ხშირია "ორგანოებში" ე.წ. მოფუჭებული კაი ბიჭების დასაქმება და ასეთ შემთხვევაში სისტემა საუკეთესო პოლიციელებს იღებს. "ჩემს ბავშვობაში უბანში მიჩმორებული ტიპები პოლიციაში მიდიოდნენ და ოპერებად იწყებდნენ მუშაობას. კრიმინალს არ აჭაჭანებდნენ ხოლმე. სახეს ახევდნენ." - ვკითხულობთ ჭიკაიძის განცხადებაში. მინისტრი იქვე დასძენს, რომ ოთარიც ყოფილი კაი ბიჭია, რომელიც გერმანიაში საქმეებს აკეთებდა, მერე მოაფუჭეს და "ძაღლობაში" წავიდა. სწორედ მისი კაი ბიჭური ინციდენტის შემდეგ შედგა ის პროფესიონალად და ბოლოს გენ. პროკურორობასაც მიაღწია.

როგორც კულუარულ არხებში საუბრობენ, შესაძლოა "ორგანეობში" მოფუჭებული ქურდებიც დასაქმდნენ, მათ შორის დავით ქურასბედიანი - იგივე წრიპა და ძმები პაპიაშვილებიც მოიაზრებიან.

კომენტარები