მერია: "მარილს ქართული ოცნების გამო ვერ ვყრით!"

10,324 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 1 თებერვალი - თბილისში არსებული თოვლიანი ამინდისა და ყინვის გამო ავტომობილებისთვის გადააგდილება გართულდა. მერიის სპეციალური სამსახური ამ დრომდე ვერ ახერხებს საავტომობილო გზებზე მარილის დაყრას, რის გამოც თბილისში რამდენიმე ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ქალაქის მერი სევდია უგრეხელიძე ამბობს, მარილის დაყრის პროცესს საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აფერხებენ.

"მოგეხსენებათ მარილის დაყრა იწვევს ჩხუბს. ჩვენ კიდე არ გვინდა ჩხუბი და ამიტომ ვთხოვეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს გაყოლოდნენ სატვირთო მანქანებს და მარილის დაყრის შემდეგ სამ-სამჯერ უკან გადაეყარათ, მაგრამ ისინი უარს აცხადებენ." - განაცხადა უგრეხელიძემ. აღნიშულს მყისიერად გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც ქალაქის მერობის მოვალეობის შემსრულებელს ტყუილში დასდო ბრალი. "სინამდვილეში მარილი უბრალოდ აღარ არის!" - განაცხადა შიხიაშვილმა. მისი თქმით, ე.წ. "ორი გვამის" კადრების გავრცელების შემდეგ მერიის საწყობებში არსებული მარილის მთელი მარაგი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გადაიტანეს და პარტიის ყველა წევრსა და გულშემატკივარს ორ-ორი ფუთი აჭამეს, რათა არსებულ კრიზისულ სიტუაციაში მათი ლოიალურობა განმტკიცებულიყო.

კომენტარები