ქართველი პოეტი სიკვდილის მერეც არ დააფასეს

9,121 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 14 მარტი - ქართველი პოეტი, რომელიც გრძნობით აღსავსე ლექსებს წერდა, შემდეგ ვიდეოზე იღებდა, თესლ მუსიკას ადებდა და Youtube-ზე დებდა, გარდაიცვალა. აღნიშული ფაქტის გამო ქართველი ერი მოწოდების სიმაღლეზე დადგა და გარდაცვლილი პოეტი სიკვდილის შემდეგაც მაგრად დაიკიდა. როგორც გარდაცვლილის ჭირისუფალი ჩიტთან საუბრისას აცხადებს, პანაშვიდსა და გასვენებაზე მხოლოდ ნათესავები და Myvideo.ge-ს რამდენიმე მომხმარებელი მივიდა. "სხვა იუთუბერი პოეტებიც კი არ მოსულან." - დანანებით დასძინა პოეტის ბიძამ, რომელიც თავის აწ გარდაცვლილ დის შვილს ბავშვობაში დათვურ სამსახურს უწევდა და ლექსებს და წაკითხვის მანერას უქებდა.

გარდაცვლილის პანაშვიდი შინდლერის სიისა და კეი-პაქსის საუნდტრეკებზე მიმდინარეობდა.

აღნიშნულმა ინციდენტმა ვერ მოდრიკა სხვა ქართველი ინტერნეტ პოეტები, რომლებიც კვლავ აგრძელებენ ერის გულში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას.

კომენტარები