მურმან დუმბაძე ნობელის პრემიაზე წარადგინეს

7,806 ნახვა 1 სგ
1 სგ

ბათუმი, 5 აგვისტო - "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე და მაჟორიტარი კანდიდატი აჭარიდან, მურმან დუმბაძე, ნობელის პრემიაზე წარადგინეს. დუმბაძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მარჯვენა ხელის კიბოს გამომწვევი მიზეზების დადგენაში.

როგორც მოგეხსენებათ, მარჯვენა ხელის კიბოს გამომწვევ მიზეზად აქამდე მარჯვენა ხელის გადაჭარბებულად დატვირთვა ითვლებოდა. ნობელის პრემიის ნომინანტის განცხადებით ძალიან ბევრი ცდის ჩატარების შემდეგ ის მიხვდა რომ ეს ტყუილია და დაასკვნა რომ მარჯვენა ხელზე კიბოს 5-იანის შემოხაზვა იწვევს.

"ამ ყველაფერში დამეხმარა ცდების ჩატარება, რომელის საფუძველზეც დავანგრიე მცდარი მეცნიერული დასკვნები, და ჩემი ბავშვობის მოგონებები. მე მახსოვს ჩემი მეზობელი ლოტოში ხუთიანს ხაზავდა ხოლმე და ბოლოს ხელი მოაჭრეს." - განაცხადა დუმბაძემ.

კომენტარები