ბენდუქიძის აუზს ავტორიზაცია შეუწყდა

16,273 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 13 მარტი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ჯანსაღი ცხოვრების ხარისხის განვითარების საბჭომ კახა ბენდუქიძის მფლობელობაში არსებულ ე.წ. "ბენდუქიძის" აუზს ავტორიზაცია შეუწყვიტა.

საბჭო აუზზე გუშინ შევიდა და დასკვნაც გუშინვე დადო. როგორც კულუარული მოცურავეები აცხადებენ, საბჭოს გადაწყვეტილება პირადი ანგარიშწორებაა, რადგან ერთ-ერთ შემფასებელს ცურვისას ფეხი გაენასკვა და კინაღამ დაიხრჩო. მეორე ვერსიით შურისძიების მიზეზი სხვა ინციდენტია, სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აუზში ცურვისას მოშარდა, რის შედეგადაც მის გარშემო წყალი გაწითლდა და ის სახალხოდ შერცხვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პირად მოტივებს გამორიცხავს. უწყების წარმომადგენლების თქმით, ავტორიზაციის გაუქმება ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა. "წყალში იყო ცოტა ქლორი" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტელეკომპანია მაესტროში სტუმრობისას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განმარტა, რომ ავტორიზაციის გაუქმება არ ნიშნავს აუზის დახურვას, უბრალოდ, დროებით, სტუმრები ცურვისგან ვერც სიამოვნებას მიიღებენ და ვერც წონაში დაიკლებენ.

სოციო-კულტურული მეინსტრიმის ამ სტატიაში ბოლოჯერ ნახსენები შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ თუ ბენდუქიძე ჭკვიანად მოიქცევა აუზიდან წყალს დაუცლიან და მერე ისევ ჩაუსხამენ.

კომენტარები