დემნა გვასალიას ახალი კოლექცია თვითიზოლაციისთვის

5,419 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, თითქმის პროპორციული 2020

რამდენიმე საათის წინ დემნა გვასალიამ პარიზში Vetements-ის ბოლო კოლექცია წარადგინა, რომლის მთავარი თემაც კორონავირუსია. 

2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას Le Quarantine ჰქვია და მასში ძირითადად სპეცტანსაცმლის ელემენტები ჭარბობს. ინსპირაცია დიზაინერმა, ტრადიციულად, მიმდინარე მოვლენებიდან აიღო. 

ჩვენებამ დისტანციურ რეჟიმში ჩაიარა. “კარანტინი და თვითიზოლაცია” კი ის მთავარი თემებია, რის გარშემოც აიგო კოლექციის კონცეფცია, რომელიც გარკვეულწილად ქართული პოხუიზმის პოპულარიზაციასაც ემსახურება. სპეცაღჭურვილობის, სკაფანდრებისა, აირწინაღების და სადეზინფექციო ხსნარების გვერდით, წარმოდგენილია არასწორად ან უკუღმა გაკეთებული პირბადეები, კარანტინიდან გაქცეული ადამიანები და ჭუჭყიანი ხელები. 

Vetements-ის ბოლო კოლექცია კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ამტკიცებს იმას, რომ დემნა გვასალიასთვის მოდა მხოლოდ ხელოვნება კი არა, მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბრო პლატფორმაა. 

“ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით” - აღნიშნავს თავად დიზაინერი ტვიტერზე.

კომენტარები