ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მთავრობას ამჯერად სიხარულს უგზავნიან

4,975 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, დისპროპორციული 2020

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 6 კონგრესმენის კრიტიკული წერილი მიიღო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგია შეცვალა და ამჯერად წერილის ნაცვლად სიხარულს გვიგზავნიან - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ფეისბუქზე წერს. 

“ნამდვილად მისასალმებელია ამერიკელი კონგრესმენების გადაწყვეტილება. სიხარული სწორედ ისაა, რაც ასე აკლია და ამავდროულად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ წერილების გზავნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, მივესალმები კონგრესმენების ინიციატივას” - აცხადებს ზალკალიანი.

ამერიკიდან გამოგზავნილი სიხარული, გნებავთ, ელჩი კელი დეგნანი დაუყოვნებლივ, თითქმის პირდაპირი რეისით - ვაშინგტონ დისი > სტამბოლი > თბილისი, ხვალ ჩამოვა და მეტ დეტალს ამ ამბავზე ჩიტი აეროპორტიდანვე შემოგთავაზებთ.

კომენტარები