5 ტრანსგენდერი, რომელსაც დღესვე უნდა დაესხათ თავს

18,140 ნახვა 7 სგ
7 სგ

ბოლო დროს, საქართველოში, პოპულარული გახდა გართობა, რომლითაც ქართული სული და "ვაშკაცობა" ერთი ორად ფასდება. სტატიის სათაურიდანვე მიხვდებოდით, რომ საუბარი ტრანსგენდერებზე თავდასხმას ეხება. თუმცა, იმდენად რამდენადაც, საქართველოში ცოტა ტრანსგენდერია, ამ აქტივობაში ჩაბმასა და საკუთარი მასკულინურობის აღზევებას ბევრი ქართველი ვერ ახერხებს.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქართულ სულსა და გულს შევეხიდოთ და შემოგთავაზოთ 5 ტრანსგენდერი, რომელსაც დღესვე უნდა დაესხათ თავს და რაც მთავარია, ჩვენს სიაში ჩამოთვლილი ტრანსგენდერები ადვილად ხელმისაწვდომები და უშრეტი რესურსის მქონე ჯგუფებიდან არიან.

მაშ ასე, თუ ვინმემ დაგასწროთ ტრანსგენდერზე თავდასხმა და თქვენ მხოლოდ ჩემი ცოლის დაქალების ვიდეოებსა და ნიუსებზე გინებით შემოიფარგლებით და ამის გამო თავს კაცურ კაცად ვეღარ გრძნობთ, მიჰყევით ჩვენს რჩევებს და ვინ იცის, იქნებ ისევ გეწვიოთ ნამდვილი ქართული ერექცია.

1. ზღვის ქორჭილა იგივე სი ბასი

ზღვის ქორჭილებს სქესის შეცვლა არ ახასიათებთ თუმცა, როგორც ჩანს, ისინი მოდას აჰყვნენ და ბოლო პერიოდში, მეცნიერების დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა, რომ თევზების ეს სახეობა ტრანსსექსუალია.

დაუყონებლივ დაურეკეთ თქვენს ძმაკაცებს, მოსწყვიტეთ ისინი ცხოვრების აზრს და ჰობის და ერთად ეწვიეთ ზღვის პროდუქტების რომელიმე რესტორანს. შეუკვეთეთ სი ბასი და თხარეთ ჩანგალი თვალში, მუცელში, კუდში და მხოლოდ ფხა დატოვეთ მისგან.

2. წინწკლებიანი აფთარი

მდედრი წინწკლებიანი აფთრები ნერვებისმომშლელად არღვევენ გენდერულ ბალანსს. ისინი ლიდერობენ, ხანდახან მატრიარქატს ამყარებენ და ესეც იმის ხარჯზე, რომ მათი კლიტორი იმდენად დიდი იზრდება, რომ მამრებს ატყუებენ, ფალოსიაო. ეგ გინდათ ქართველებს?

სასწრაფოდ! შეეშვით ზღვის ქორჭილის ჭამას და გადაინაცვლეთ ზოოპარკში. მართალია, აქ მობინადრე აფთრები გალიის იქით არიან, მაგრამ შეგიძლიათ ვოლიერთან დადგეთ და აგინოთ.

3. ბაყაყები

ამ ბაყაყს ფერზეც კი ეტყობა რა მოხელე-ნაჩალნიკია. ამფიბიათა ეს სახეობა ხშირად იცვლის სქესს. ისინი ბინადრობენ ქართულ მდინარეებში, ტბებში და საირიგაციო არხებში. მათ ტრანსგენდერულ ნაბან წყალში ბანაობენ ჩვენი შვილები ზაფხულობით და ამავე წყლით ირწყვება ის ხილი და ბოსტნეული, რომელსაც გემო აქვს.

ზოოპარკიდან ვერეს ხეობაში გადაინაცვლეთ, დაიჭირეთ ბაყაყები და გაბერეთ (რაშიც გინდათ).

4. თევზი-კლოუნი

ნემო გახსოვთ? დიახ! სწორედ ეგ ნემო და მამამისი ორივე ტრანსები არიან. თევზ-კლოუნები სქესს იცვლიან და დატრაშუნობენ ოკეანეში.

მათი პოვნა ქართულ ზოომაღაზიებში შეიძლება ან პიქსარის ნემოს პოსტერებთან მიდით და ჩამოხიეთ! ძირს დისნეი-პიქსარის პროპაგანდა!

5. გველები

გველების უმრავლესობას შეუძლია თავი გაინაყოფიეროს და შობოს ახალ წიწილები. გარდა იმისა, რომ ის მოგშხამავთ და მოგწამლავთ და მოგკლავთ, ის თავისი ბიოლოგიური მოწყობით ქართულ გენსაც ებრძვის.

როგორც ხედავთ, სამოთხიდან არა სატანამ, არამედ ტრანსგენდერმა გამოაგდო ადამის მოდგმა. დაერიეთ!

იმედია ჩვენი რჩევები გამოგადგებათ და თქვენც გამოადგებით სამშობლოს.

 

კომენტარები